განათლების მეორე მხარე _ მოწვევა კიევიდან

სანამ ქართველი სტუდენტები ნორმალურად გამოვფხიზლდებით, რომ როგორმე ახალგამომცხვარი, იურიდიულადაც კი არასწორი გადაწყვეტილება გავაპროტესტოთ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მეცხრესემესტრელთათვის კრედიტის 25–დან 40 ლარამდე გაძვირების უფლება არ მივცეთ (და მათ ამის უფლება იურიდიულად არ აქვთ რაკი სტუდენტი სწავლის საფასურს იხდის მისი ჩაბარების მომენტში დადგენილი ფასის მიხედვით), უკრაინელი სტუდენტები თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უფლებების დაცვას გაცილებით ორგანიზებულად ცდილობენ. საქმე იმაშია, რომ თუ მხოლოდ მაშინ იყვირებ როცა უკვე უფსკრულის მიყენებულს გიბიძგებენ, მანცდამაინც ვერ გიშველის. იმისთვის რომ შენი უფლებები უკეთ დაიცვა საჭიროა ამ უფლებების აღიარება ღირებულებებად (რაც უკვე იდეოლოგიაა) და პირდაპირი ბრძოლა მათი რეალიზაციისთვის. ჩვენი უკრაინელი თანამოაზრეები აპირებენ წინ აღუდგენ 22 სექტემბერს დაგეგმილ ევროპის ქვეყნების გამნათლების მინისტრთა შეხვედრაზე ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარებას და ევროპის მასშტაბით ყველა სტუდენტს მოგვიწოდებენ თანადგომისაკენ. შეგახსენებთ, რომ მეცხრესემესტრელებისთვის კრედიტების გაუგონარი თავხედობით გაძვირება სხვა არაფერია თუარა მსგავს სამიტებსა და შეხვედრებზე პოლიტიკური ელიტების მიერ გატარებული ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგი და გთავაზობთ კრაინელი სტუდენტების გაერთიანების, ,,სტუდენტური პროფკავშირის” მიმართვას ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის სტუდენტებისადმი:

22 სექტემბერს ევროპის განათლების მინისტრები კიევში იკრიბებიან, რომ განსაზღვრონ საგანმანათლებლო სივრცის საკუთარი პრიორიტეტები უახლოესი ათწლეულისათვის. რით მტავრდება ასეთი ფორუმები, კარგადაა ცნობილი: კომერციალიზაცია, საბიუჯეტო შემცირებები, მკაცრი ცენტრალიზაცია _ ეს ხდება უკვე მთელს ევროპაში და ეს არის განათლების მათეული მხარე.

მინისტრები ტყუილად არ მოემგზავრებიან კიევში, რომ ერთად გადაწყვიტონ განათლების ბედი. უკრაინელი სტუდენტების პრობლემები ანალოგიურია ევროპისა და პოსტსაბჭოტა სივრცის ქვეყანათა უმრავლესობის სტუდენტებისათვის: განათლების ,,თვითუზრუნველყოფაზე” გადაყვანის მცდელობა, ნაკლებუზრუნველყოფილი სოციალური ფენებისთვის განათლებისადმი წვდომის შეზღუდვა, ფუნდამენტალურ დისციპლინათა დაფინანსების შეკვეცა, კვლევა–ძიების მიბმა კომერციულ მოგებასთან _ ანუ ნელიბერალური რეფორმები, სოციალურ სფეროებზე ხარჯების შემცირება.

ჩვენ თანამედროვე განათლების სხვა სურათს ვხედავთ, რომელიც ბიუროკრატიული და კომერციული ინსტიტუტების მიერ ჩვენთვის შემოთავაზებული სურათისგან განსხვავდება. და სწორედ ჩვენ ვართ ის სხვა ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს საგანთა არსებული წყობა.

ოფიციალურ მინისტრთა ფორუმის საპირწონედ ჩვენ მოგიწოდებთ თქვენ, ამხანაგებო, რომ მონაწილეობა მიიღოთ სტუდენტურ კონტრფორუმში კიევში, რომ ყურადღება მინისტრთა აღნიშნული პრობლემის სხვა მხარეს მივაქციოთ, მივაწოდოთ ჩვენი პოზიცია, შევთავაზოთ საკუთარი ხედვა და არ დავუშვათ ჩინოვნიკთა გეგმების განხორციელება. რაკი კარგად ვიცნობთ თანამედროვე განათლებაში არსებულ ტენდენციებს, ვხვდებით სად შეუძლია მიგვიყვანოს მინისტრების ასეთმა შეხვედრებმა: ისინი წყვეტენ, რომ განათლების ამოცანა უნდა გახდეს ვიწრო სპეციალისტების ,,წარმოება” კომერციულად მომგებიანი მიმართულებებისთვის, პრიორიტეტები კი _ განათლების ორიენტირება მხოლოდ ბიზნესზე!

ჩვენ ასევე ვიცით როგორ პირფერობენ ჩინოვნიკები, როცა საუბრობენ ქსენოფობიასთან ბრძოლაზე, რომელიც ფორუმის ერთ–ერთი ცენტრალური თემა უნდა იყოს _ ისინი ხომ თავიანთივე მოქმედებებით ქმნიან ძალადობისა და მოუთმენლობის გამოვლინების პირობებს. ქსენოფობიასთან ლიბერალურ ,,ბრძოლას” ჩვენ ვუპირისპირებთ ნამდვილ ინტერნაციონალიზმს და საერტაშორისო სოლიდარობას, რასაც მოწმობს სტუდენტთა კოორდინირებული გამოსვლები სხვადასხვა ქვეყნებში საკუტარი უფლებებისათვის ბრძოლაში. ამის მაჩვენებელი იქნება ჩვენი ალტერნატიული ფორუმიც.

კონტრფორუმი შედგება განათლების კომერციალიზაციისა და ქსენოფობიად გარდაქმნის შეწინააღდეგების იდეით გაერთიანებული ღონისძიებათა კომპლექსისგან. ფორუმის ძირითადი ნაწილი შედგება კიევის ერთერთ ცენტრალურ მოედანზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაცმინისტრების ოფიციალური ფორუმი უნდა გაიმართოს. იქ მოექყობა თემატური სემინარები, ლექციები, ვორქშოფები, პრესკონფერენციები… ასევე, ჩვენ შევეცდებით გადავკეტოთ გზა და ხელი შევუშალოთ მინისტრებს მათი ფორუმის ადგილამდე მისვლაში, რომ მათ საკუთარ თავზე გამოცადონ როგორია როცა არ შეგიძლია იმ მოქმედების გაკეთება, რომლისკენაც ილტვი _ ისევე, როგორც ჩვენ არ შეგვიძლია სწავლა ჩვენი ლტოლვის მიუხედავად.

ჩვენ ვსარგებლობთ ჩვენი კრიტიკისა და მოთხოვნების ადრესატების კიევში ყოფნით რომ მოვუთხროთ მათ როგორი უნდა იყოს მეცნიერება და კულტურა უახლოესი 10 წლის მანძილზე ჩვენი აზრით. ჩვენ ვისარგებლებთ შესაძლებლობით რომ მინისტრების ფიციალური განცხადებებისა და პათოსის ნაცლად ჩვენ დავიპყროთ საინფორმაციო სივრცე, რათა ევროპულ საზოგადოებას მოვუყვეთ თუ სინამდვილეში როგორია განათლება ახლა, რა არის ქსენოფობიის ნამდვილი მიზეზები და ვაჩვენოთ, როგორაა შესაძლებელი სხვა განათლება, რომელიც ნამდვილად შეძლებს შექმნას თანასწორობა და პიროვნული თავისუფლება.

მოვუწოდებთ ყველა ამხანაგს ევროპიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოვიდეს 22 სექტემბრისთვის კიევში. აქ თქვენ ბოლოსდაბოლოს შეძლებთ შეხვდეთ და საკადრისი მადლობა გადაუხადოთ ყველას, ვინც განათლების სისტემას აყალიბებეს თქვენ ქვეყანაში.

ჩვენ დიდი იმედს ვამყარებთ ადამიანთა რაც შეიძლება დიდი რაოდენობის მხარდაჭერაზე. უთქვენოთ დღესასწაული არ შედგება!

ჩვენ ვხედავთ განათლების ბნელ მხარეს და გამოვიყვანთ ჩინოვნიკებს სააშკარაოზე. შემოგვიერთდი. ჩვენ გვაქვს ორცხობილები, და ჩვენ მათ ჯემსაც მოვთხოვთ!


დამოუკიდებელი სტუდენტური პროფკავშირი ,,პირდაპირი მოქმედება” direct-action.org.ua

დაგვეკონტაქტეთ ამ მისამართებზე (rokssolana@gmail.com — როკსალანა; rkaskiev@gmail.com — ივანი; dir.act.kpi@gmail.com — ლესიკი; andriyko22@gmail.com —ანდრეი), რომელ თქვენგანს შეუძლია შეუერთდეს კიევში სტუდენტურ კონტრფორუმს ,,განათლების სხვა მხარე” რომ ჩვენ კონტრფორუმის უკეთ დაგეგმვა და ორგანიზება შევძლოთ.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to განათლების მეორე მხარე _ მოწვევა კიევიდან

  1. Branko says:

    Yuradgheba Provokacia!

    Ukrainuli PD aris psevdoanarqistuli organizacia, romelic dzalian axlo kavshirshia ukrainis komunistebtan, romlebic tavismxriv mushaoben ianukovichis rejimze. rogorc cnobilia es ukanaskneli SSRK-s didi simpatizanti gaxlavt.

    Magram ukrainashi arseboben namdvili mebrodzoli studentebi da mati organizaciebi. Asetia studenturi sindikati ERTIANOBA.

    Dacvrilebiti informaciistvis shegidzliat mogvmartot rkas.georgia@gmail.com

    Anarqo-Sindikalistta Revoluciuri Konfederacia. (RKAS)

  2. chankotadze says:

    Branko
    ამ ორგანიზაციის მუშაობს დაწვრილებით არ ვიცნობ, მაგრამ უშუალოდ ისმოთხოვნები, რომელიც ამ აქციისთვის აქვთ ნდობის საფუძველს ქმნის და თანაგრძნობასაც იწვევს. რატომ თვლით მასე? თუ რაიმეს ახსნის სურვილი გექნებათ ჩემი ბლოგის კომენტარების და პოსტების სივრცე ღიაა რკას–ის ოფიციალური თუ არაოფიციალური პოზიციისთვის.

  3. Branko says:

    Es organizacia didi xnis ganmavlobashi iyo RKAS is ert erti, sindikati.. Shemdgom ise moxda rom bevri PD-s damfudzneblebi (romlebic aseve RKAS is cevrebi iyvnen) amxiles imashi rom avrcelebdnen garkveul shida informacias, bevri sxva faktic dafiqsirda, mat shoris pirdapiri miscrafebebi liderobiskenm da diktaturisken, kavshirebi bolshevikebtan da sxva , ris shemdegac isini gayares RKAS dan. Mere PD-s hqonda mcdeloba shesul iyo internacionalshi (AIT igive IWA) rogorc KRAS – rusetis seqcia. MAgram KRAS shi gaiges mati probolshevikuri saqmeebis shesaxeb da uari utxres. Exla fashistebtanac ki mzad arian kavshiristvis rogorc amas piradad Sergei Movchani meubneboda. Cudi aq isaa rom ammas anarqizmis saxelit aketeben… Bodishi dro ar maqvs tore ufro vrclad movyvebodi. Gadasarevad var informirebuli yvela qveynis shesaxeb sadacaa chveni seqcia, da ara marto.. Ise foto masalebic maqvs PD s shesaxeb:)) shemidzlia vachveno tu vinmes schirdeba, tu vistan aris saqme..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s