არითმეტიკის მარტივი კანონი

ნიუ–იორკი,1917

სუფრაჟისტების დემონსტრაცია ნიუ–იორკში, სადაც მილიონამდე ქალი ითხოვდა საარჩევნო ხმის უფლებას. 1917 წ

ზუსტად 118 წლის წინ, 1893 წლის 19 სექტემბერს ქალებმა პირველად მოიპოვეს საარჩევნო ხმის უფლება _ ახალ ზელანდიაში. შემდეგ იყო ფინეთი _ 1906, პირველი ევროპული ქვეყანა, ბრიტანეთი (1918), ამერიკა (1920), საფრანგეთი (1944), იტალია (1945)… ყველაზე გვიან ხმის უფლება ქალებმა შვეიცარიაში მიიღეს _ 1971 წელს. საქართველოში ხმის უფლება ქალებს 1918 წლიდან აქვთ მენშევიკური მთავრობის გადაწყვეტილებით.
პლანეტის იმ ნაწილში, სადაც დასავლური ცივილიზაცია ბოგინობს, არჩევნებში მონაწილეობა ქალებისთის პირველი სერიოზული მიღწევა იყო და ამ სიკეთეს ცალსახად პირველი ტალღის ფემინისტებს და მამაკაცთა იმ გონიერ ნაწილს უნდა ვუმადლოდეთ, მასობრივ განწყობებზე მაღლა რომ დგანან და ლოგიკითა და კაცობრიობის პროგრესის ურყევი რწმენით ხელმძღვანელობენ.
მეორე ნახტომი 70–იანების ევროპის კულტურული რევოლუცია იყო რომელმაც ბევრი რამე შეცვალა, მაგრამ, საკმაოდ ზედაპირულად (იგულისხმება, რომ ჩემი აზრით). ცხადია, ფუნდამენტური ცვლილება საერთოდაც შეუძლებელია, თუ საუბარია დიდი სისტემის შემადგენელი ნაწილის ცვლილებაზე, ამ სისტემის შეუცვლელად. დიდი სისტემა კი დასავლური ცივილიზაციაა _ თავისი განვითარების ლოგიკით, ღირებულებებით, პრაგმატული მორალით, რომაული სამართლით, ანტიკური მემკვიდრეობით, ქრისტიანობით, ჰიმნებით და ვალსებით, საქველმოქმედო ომებით, ,,თავისუფალი” მედიით, საშობაო ინდაურებით, ბედნიერების ქიმიური ფორმულებით, გაზიანი სასმელებითა და აუტანელი ,,ინდივიდუალიზმით”. ეს გამართული მექანიკური სისტემაა, ჰარმონიულად მომუშავე ყველა ატრიბუტით, სადაც ლორთან შემწვარი კარტოფილი პომიდვრის საწებლით და ორმაგი კოკაკოლათი, პირდაპირ მიემართება პიროვნული კმაყოფილების ინდექსს, სოციალური პრესტიჟის კოეფიციენტს კი აქსესუართა საფირმო ნიშანი განსაზღვრავს. სისტემა შედგება აქტიური ბრენდებისგან _ წვრილმანი (მაგ. ეფლი, როლექსი) და მსხვილი ბრენდებისგან, როგორიცაა ,,დემოკრატია”, ,,უმაღლესი განათლება”, ,,სექსუალური თავისუფლება”, ,,პიროვნული განვითარება” და ა.შ. მსხვილმანი და წვრილმანი ბრენდებიც ერთსა და იმავე პროგრამულ ენაზე მუშაობენ და სიცოცხლის სამყაროში წესრიგს დოლარის ეკვივალენტზე დაყრდნობით ამყარებენ. საინტერესო ისაა, რომ ქალთა სქესი იმის პარალელურად რომ წვრილმანი ბრენდების აქტიური მომხმარებელია, თავად გვევლინება მსხვილმანი ბრენდის ამპლუაში და ფრიად შესამჩნევი ადგილი უჭირავს კიდევაც ამ წრებრუნვაში.
კაცებს რაც შეეხებათ, მათი გამოყენება ძირითადად საშენ მასალად ხდება და სისტემის ჯაჭის მდგრადობაშიც მთავარი პასუხისმგებლები ისინი არიან.
მოკლედ, ეს რევოლუცია და ამბავი კაცმა რომ თქვას პირობითი წოდებაა. ისევე როგორც პირობითია საარჩევნო ხმის უფლება, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება და ყველა სიკეთე ჩვენი ცივილიზაციის ფარგლებში. ამის დასანახად გაფიცული მუშების პოლიციის მიერ უკანონო დაკავების მსგავსი ვულგარულად ზედმიწევნითი ილუსტრაციები არაა მაინცდამაინც საჭირო, წვრილი ბრენდების კორპორატიული პატრიოტიზმი და საიდუმლოები, საყოველთაო განათლების ეროვნული პროგრამები და ვარსკვლავური ტელეშოუებიც კმარა…


ახლა სად ეს აზრთა ღლაბუცი და სად ქალთა საარჩევნო ხმაო, კითხულობს ტელეწამყვანი. მე გრიმს ვამთავრებ, კამერისკენ სახით ვბრუნდები, და ვაცხადებ, რომ ეს პატრიარქალური კულტურაა, მამაკაცების შექმნილი ცივილიზაცია, ხმაურით და მძვინვარებით სავსე მონათხრობი, ძლიერი ბიცეფსების და სწრაფი მუხლის პრინციპზე დაფუძნებული თამაში, სადაც კაცებიც და ქალებიც 5 ლიტრი სისხლით შეკავშირებულ, სიგარეტის, პორნოგრაფიის, თხევად–კრისტალურეკრანიანი ტელევიზორებისა და ყურის საწმენდი ჩხირების მომხმარებელ ორგანულ ნაერთებამდე დაიყვანებიან. ამ ყველაფრის შესაცვლელად და ალტერნატიული რეალობის ფორმირებისთვის კი საჭიროა ახალი მიდგომა, სხვა ლოგიკა, არსებული სისტემის განადგურება… ამ ყველაფრი მონაწილე კი უთუოდ უნდა იყონ ქალებიც. სიტუაციის შემცვლელ პოტენციურ ძალაში ქალები იგულისხმებინ არა მათი სქესის გამო, არამედ წარსული გამოცდილებიდან გამომდინაარე. კაცების აგებული იერარქიული სამყაროს გარდაქმნისთვის აუცილებელია მათი მოდელი, მათი ხედვა და სურვილები… საარჩევნო ხმა პირველი ნაბიჯი იყო ქალებისთვის ძალაუფლების ველისკენ გზაზე. ამ ველამდე მიღწევისას მათ შესაძლებლობა ექნებათ გაანადგურონ მისი კონცენტრაციის კანონები და შეცვალონ სისტემაც, რომელიც მხოლოდ დიქტატზე, სასჯელსა და იძულებაზეა დამყარებული.
პრეროგატივის დაკარგვით შეშფოთებულ იმ მამაკაცებს, რომელთაც წარმოუდგენიათ, რომ თუ ასეთი რამ მართლაც მოხდება და ქალები მასობრივად მოვლენ პოლიტიკაში, ერთ დღესაც მთავრობებში იმ რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, როგორითაც დღეს მამაკაცები არიან (ანუ, მამაკაცები ამ დროს ისეთი სიმბოლური პროცენტით იქნებიან წარმოდგენილი, როგორც დღეს არიან ქალები), მაშინ ,,დაერხევათ” და ისინი აღმოჩნდებიან მეორე სქესის მიერ ,,უნებლიედ” დისკრიმინირებული, ქალბის მხრიდან მათდამი დიდი ვნებისა და სიყვარულის მიუხედავად. _ დიახ, ეს შეიძლება მართლაც მოხდეს _ უფრო სწორად, ეს ასე მოხდება თუ ცვლილება ისევ ზედაპირული იქნება, თუ სისტემა იგივე დარჩება, თუ ქალები კი არ გაანაწილებენ, არამედ თვითონ აიღებენ ძალაუფლებას _ იმ მძიმე ვერტიკალურ, საზარელ და გომბეშოსტყავიან ძალაუფლებას რომელიც დღეს მეორე სქესს უპყრია და ეს აჟამინდელ სისტემაზე უსამართლო სულაც არ იქნება მარტივი მიზეზის გამო _ შესაკრებთა გადანავცლებით ჯამი არ იცვლება. ალბათ, ყველაფერი მაინც იმ ადამიანთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, ვისთვისაც გამოსავალი ჯამის შეცვლაა და არა შესაკრებთა ადგილების.

This entry was posted in გენდერი, პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to არითმეტიკის მარტივი კანონი

  1. ანდრო says:

    kargad wer ani, ai ramdenimejer wavikitxe:*😉

  2. Zaal says:

    დიდ ბრიტანეთში არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქალებმა მიიღეს არა 1918 წელს არამედ 10 წლით გვიან – 1928 წელს. შვეიცარიაზე კიდევ უფრო გვიან მოიპოვეს ეს სანუკვარი უფლება 1974 წელს პორტუგალიელმა და 1984-ში მონაკოელმა ქალბატონებმა. ანუ კაცობრიობას ამ “ფუზემდებლური” უფლების აღიარებისათვის დაჭირდა ბიბლიური და კრეაციონისტური ათვლით დაახლოვებით 6000 წელი, მეინსტრიმული მეცნიერების ათვლით ალბათ 30000 წელი… და მხოლოდ 1893 წელს სადღაც დედამიწის კიდეზე, ოკეანის ტალღებზე მოტივტივე მიწის ნაგლეჯზე, იქ სადაც ადამიანები ჯერ კიდევ მადიანად აგემოვნებდნენ თავისი მსგავსის ხორცს დადგა “ლოგიკისა და კაცობრიობის პროგრესის” ზეიმი – თეთრმა ქალბატონებმა მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ იმ კუნძულის აბორიგენებს, არც მამაკაცებს და არც დედაკაცებს ეს უფლება მაშინ არ ერგოთ… პრინციპში ფეხებზეც ეკიდათ – მათ არჩევნები, ხოლო თავად ისინი იმ ფარისეველებს, ვინც ქალთა უფლებებისთვის მსოფლიოს აწრიალებდნენ.
    ფემინიზმის იდეალები ვერანაირად ვერ ჯდება სამი მონოთეისტური რელიგიის მორალურ ჩარჩოებში; ათეიზმს თავად მორალი არ შეიძლება ქონდეს პრინციპში, მისთვის ლოგიკურად მხოლოდ ძალის კულტი შეიძლება არსებობდეს, ქალი კი გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით საკუთარი ფიზიოლოგიიდან გამომდინარე ფიზიკურად მამაკაცზე სუსტია. მაშ რა იდეოლოგიური საფუძველი აქვს ფემინიზმს სუსტი მამაკაცების გამოსირებულობის გარდა არ გვესმის და განგვიმარტეთ თუ შეიძლება, როგორც დათო აქუბარდია ამბობს ხოლმე

  3. Anonymous says:

    მე როგორც ვიცი ყველაზე გვიან ხმის მიცემის უფლება ქალებმა ლიხტენშტეინში მიიღეს ლიხტენშტეინში 1984 წელს და არა შვეიცარიაში 1971-ში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s