იუმორისტული ესკიზები მაიმუნი სტუდენტების ამბებზე

,,რა კომენტარი უნდა გააკეთო ეხლა ამაზე?! უზრდელი რექტორი რომელიც ვერ იტანს განსხვავებულ აზრს.
ციტატა თბილისის ფორუმიდან

,,ისე რა მამა-შვილური სიყვარული იგრძნობა სტუდკავშირის შეფსა და რექტორს შორის.’
მეორე ციტატა თბილისის ფორუმიდან

,,მოუსვით აქედან მაიმუნებო თქვენ” _ თქვა ასაკოვანმა რეტროგრადმა და აღშფოთებისაგან ლამის ნერწყვი გაუშრა. ალბათ იმან გააოცა, რომ ეს მიწასარაცილებული ლაწირაკები საერთოდ ბედავენ მასთან საუბარს. მერე, საუბარი რომელია _ პინგვინეთელები კი იცნობთ უკვე თინა ყიფშიძის საუბრის მანერას. ,,გაჩუმდი შე რეტროგრადო კონფორმისტოო” ისე მიაძახა ამხელა პრორექტორ კაცს, რაც უნივერსიტეტის ეზოში ბალახი იყო,მიწაში ჩაიმალა სირცხვილით.
ეს ამბავი 3 ოქტომბრის მზიან, მშრალ და ქარიან დილას მოხდა: სასწავლო წლის პირველი დღეა, წარმოიდგინეთ, პირველკურსელები რომ პირველად მოდიან სასწავლებელში, რექტორი რო მურაბიანი პურივითაა დამტკბარი ოფიციალური მიმართვისას და ყველგან რაღაცნაირი, ლამის, ავადმყოფური გაუცხოების და ცოტა უგემოვნობის სული მეფობს. ამ პირველკურსელ სტუდენტებს ისე უტაქტოდ ატყუებენ ძალაინ მაგარ ადგილას მოხვდით და აწი სულ ბედნიერები იქნებითო, რომ ცოტა არ იყოს შენ გრძნობ თავ სუხერხულად ამდენ ხალხს რომ დებილად მიიჩნევენ მხოლოდ იმიტომ, რომ პირველკურსელები არიან.
მოკლედ, ლაბორატორიელებმა წინა დღით მომზადებული ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლება! _ ლაბორატორია 1918ტილოებზე დაწერილი ლოზუნგები ჩანთებში ჩავმალეთ და უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს შევერიეთ. სხვათაშორის, უნივერსიტეტს გარეთ მეტი სტუდენტი იდგა ვიდრე ეზოში, რაც იმ მარტივი ჭეშმარიტების ილუსტრაციაა, რომ სტუდენტებს, თუნდაც პირველკურსელებს, სულაც არ მოწონთ სისულეეების და ტყუილების მოსმენა და დეკორაციის როლში ყოფნა ბუტაფორიული ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებისთვის _ ნუ ოპერატორებმა რამდენიმე კადრი ხომ უთუოდ უნდა აიღონ სტუდენტებზეც, მას მერე რაც რექტორისა და განათლების მინისტრის ვრცელ, მაგრამ გახალტურებულ და განსაკუთრებული მონდომების გარეშე წარმოთქმულ პროპაგანდისტურ ,,რეჩს” აღბეჭდავენ. თუმცა, იმდენი სტუდენტი, როგორც ყოველთვის, ახლაც იყო, რომ მონდომებულ ოპერატორს მისტიკური საუნივერსიტეტო ზეიმის ვირტუალური გაელვება შეექმნა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ ლაბორატორია1918–მა ეს შესაძლებლობა სრულიად ვანდალურად გავანადგურეთ, ხელის აკანკალების გარეშე; განათლების მინისტრის გამოსვლისას, ბატონმა დიმიტრიმ რომ უნივერსიტეტის სტდენტობის ბედნიერებაზე საუბარი დაიწყო, ჩვენ ტილოზე დაწერილი ლოზუნგები ჩანთებიდან ამოვაძვრინეთ, ერთმანეთის მიყოლებით გავშალეთ ,,განათლების რეფორმა ჩავარდა”, ,,ფასი მაღალი, ხარისხი დაბალი”, ,,არა ავტორიტარულ განათლებას”, ,,ნუ ატყუებთ სტუდენტებს”, ,,უნივერსიტეტი სტუდენტებს და ლექტორებს” და ა.შ. ერთი სიტყვით, ერ2–ს და მისთანებს ისე მწარედ დავუმახინჯეთ დეკორაცია რო დარწმუნებული ვარ საინფორმაციოში სიუჟეტები სტუდენტებზე აღებული კადრების გარეშე გაუშვეს.
ძალიან მეტყველი იყო ერთი სცენა, ვიღაც ხმადათაფლული ქალი რომ გამოდიოდა და ,,რატომღაც” მობილური ოპერატორის საჯარო რეკლამას აკეთებდა სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე _ ისეთი ხმით მიმართა პირველკურსელებს, თქვენ შეგიძიათ ამიერიდან ჯეოსელში ვიღაც ჯანდაბას უგულშემატკივროთო, გეგონება ჯოხიანი მამალოები ჩამოურიგა ბავშვებს საჩუქრად. ამ დროს კი ჩვენ სრულიად მდუმარედ გვიჭირავს ხელში ლოზუნგებად ქცეული ნამდვილი პრობლემები, რამდენიმე სიტყვაში მოქცეული იმ სტუდენტების ბედი, ვინც სწავლა საფასურის სიძვირის გამო ვეღარ გააგრძელა, ვინც ვერც დაიწყო სწავლა ამ მიზეზის გამო, ვინც თავისი მატერიალური და პიროვნული რესურსები დახარჯა მაგრამ შედეგად ვერაფერი მიიღო ადეკვატური… ამიტომ ეს უსიტყვო პროტესტი ისეთი ბასრი იყო, რომ მთელი ხელოვნური ზეიმი დაშალა, არსებობის უფლება წაართვა და გაასაცოდავა. ეს იმდენად თვალშისაცემი იყო რომ ბატონმა რექტორმა თავი ვერ შეიკავა განათლების სისტემისადმი გამოხატული ჩვენი პროტესტის გამო ჩაშლილი ,,მისი ზეიმი” პირად წყენაში გადაეზარდა. ეს ძალიან თვალშისაცემი იყო იმ მცდელობაში, რომ აგდებული დამცინავი პოზიცია დაეჭირა ლაბორატორიის მიმართ. თუმცა, ტაბულას ავტორების მიერ მემარცხენე იუმორის ადაპტირების მცდელობის კრახით დასრულების არ იყოს, ისიც ამაოდ დაშვრა. ყველაფერი იმით დასრულდა რომ ბატონმა სანდრომ პირად მოვალეობად ჩათვალა საკუთარი თანამდებობრივი ეთიკის გვერდის ავლით ლაბორატორია 1918–ის წევრებისადმი შეურაცხყოფის მიყენება და საკუთარი აღშფოთების გამოთქმა იმ ფაქტისადმი, რომ უნივერსიტეტი _ ეს მეტაფიზიკური ცოდნის ტაძარი, წმინდა სულებისა და ზეინტელექტის არამატერიალური ლიცლიცა ეთეროვანი სხეულით ნაქსოვი ქიმერა, ამ თავხედ სტუდენტებს თავიანთი საძინებელი ოთახი ჰგონიათ, სადაც შეუძლია ფეხები მაგიდაზე შემოალაგონ თუ მოუნდებათ.
ბატონმა რექტორმა საოცარი თავდაჯერებით განაცხადა რომ ჩვენ უნივერსიტეტისადმი პათოლოგიური ზიზღი გვამოძრავებს (მგონი, ბიბლიაზეც შეუძლია დაფიცება ისეთი კატეგორიული იყო) _ აი ასეთი იყო რექტორის რეაქცია სტუდენტების მოთხოვნაზე, რომ განათლება უნდა იყოს ხელმისწავდომი, ფასის ადეკვატური და რომ უნივერსიტეტის ადმნისტრაცია სტუდენტს ,,თავზე არ უნდა აჯდეს”. როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, ,,ჩვენ ისეთ რამეს მოვითხოვთ ამას ვინმე თუ შეეწინააღმდეგება საკუთარი თავის მარგინალიზაციას გააკთებს…განათლება რო ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ბიუროკრატია არ უნდა უშლიდეს ხელს სტუდენტის სრულფასოვან ფუნქციონირებას, ამას რო უგულებელყოფ უკვე საქმე ვერ გაქვს კარგად.”

PS.
ისე აღმოჩნდა, რომ ბატონი სანდრო ლაბორატორიის წევრებს სახეზეც გვცნობს და ჩვენ შესახებ ისეთ დეტალურ ინფორმაციასაც კი ფლობს, როგრიცაა ჩვენს აკადემიურ საქმიანობაში ეტაპების ცვლილება და ა.შ. დათო ჩიხლაძესაც თითი მიაშვირა, შენ მსგავსი აქტიურობებიდან მახსოვხარო. მისი ირონიული განცხადება კი იმ ცხოვრებისეულ დაბნეულობაზე და მენტალურ პრობლემებზე, რომ 4 წელი ბაკალავრიატში სწავლის მერე ვერაფერს სწავლობ და იმავე უნივერსიტეტში აგრძელებ მაგისტრატურაზე სწავლას, უშუალოდ მოგვემართებოდა მე, ხატია ნადარაიას და თინა ყიფშიძეს _ ლაბორატორიის წევრებიდან ჩვენ სამმა გავაგრძელეთ მაგისტრატურაში სწავლა თსუ–ს ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ თსუ–სადმი უკმაყოფილების და ,,ქვეშქვეშა და ძირგამომთხრელი საქმიანობების წარმოების” მიუხედავად.
ბატონი რექტორი ისე აქტიურად ეცნობა საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ ქსელებს და ჩვენ შესახებაც ისეთი ინფორმირებულია, რომ იმედს ვიტოვებ ამ პოსტსაც გადააწყდება შემთხვევით, ჰოდა ბარემ პირადად მისთვის ავხსნი, თუ რატომ ჩავაბარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე იმის მიუხედავად რომ არ მოგვწონს სწავლების ხარისხი და თან ჯარში წაყვანაც არ გვემუქრება:

ბატონო სანდრო, თქვენ შეიძლება ფიქრობთ რომ უნივერსიტეტი თქვენი კანტორაა და ვინც თავს მოტყუებულად ვთვლით კეთილი უნდა ვინებოთ და წავიდეთ, თქვენ კი არ შეგაწუხოთ, მაგრამ უკაცრავად _ ეს თქვენ ხართ ჩვენს სამსახურში მყოფი ადამიანი, რომელსაც თანამდებობა ავალდებულებს კეთილი ინებოს და თავი შეიწუხოს თუ სტუდენტები თვლიან რომ ,,რაიმე ისე არაა”.

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to იუმორისტული ესკიზები მაიმუნი სტუდენტების ამბებზე

  1. deme says:

    მაინტერესებს, ეგ სტუდენტები სახლშიც ეგრე იქცევიან?

  2. We All Scream says:

    არა,სახლში ‘ჩმორები’ ვართ….. :დ:დ:დ

  3. spamwriters says:

    ამათ გარდა უფრო აგრესიული ბანერებია საჭირო🙂 და უფრო მეტი ხალხი🙂 ისიცაა, რომ ჩემი ქალაქი საერთოდ მვდარია და ასეთი აქტივობაც კი ფუფუნებაა🙂

  4. chankotadze says:

    spamwriters
    სამაგიეროდ მად ირიბი მოქმედების კიბერთეატრია❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s