ნიკოლას სარკოზიმ ცუდი სიზმარი ნახა (წერო ამბები)

ესესაა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან გამგზავრებისას ბატონ სარკოზის თვითმფრინავში ჩასთვლიმა და უწმინდური ეზმანა. ბატონმა პრეზიდენტმა თურმე გულგახეთქილმა გამოიღვიძა. როგორც სტიუარდესა იხსენებს, მას ოფლი ასხამდა და პულსი გახშირებული ჰქონდა.
,,მას ორი რქა, მუქი კანი და საზარელი თვალები ჰქონდა” _ ყვება ბატონი პრეზიდენტი. ქართული საინფორმაციო სააგენტოები ამ წუთებშიც მუშაობენ უფრო დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად. ვახო სანაიამ მომავალი გადაცემის გაკეთება პრეზიდენტებისა და დემონების ურთიერთმიმართებაზე გადაწყვიტა, რუსთავი2 კი ბატონი პრეზიდენტის წნევის ამსახველ მონაცემებს აქვეყნებს _ მომდევნო დღისთვის დაანონსებულია პრეზიდენტის სისხლისა და შარდის ანალიზების პასუხებიც. ,,ერს და ბერს შეუძლია მშვიდად იყოს. ბატონი სარკოზის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მისი ამჟამინდელი განწყობა კი ისეთია, რომ კირილე მიმინოშვილსაც შეშურდება” _ იუწყება რუსთავი2–ის დიქტორი და ბოლო სიტყვებზე მარჯვენა წარბს ისე ელეგანტურად ათამაშებს, ჰოლივუდელ მსახიობებს რომ ჩვევიათ.

This entry was posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s