ლევან ალექსიძეს თსუ–ს საპატიო ცერბერის წოდება მიენიჭა

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საერთაშორისო სამართლის პირველ ქართველ მეცნიერსა და კონფორმისტ რეტროგრადს, ღრმად პატივცემულ ლევან ალექსიძეს გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ცერბერის წოდება მიენიჭა.
,,აქედან მოუსვით, მაიმუნებო თქვენ” _ ალექსიძის მიერ სტუდენტების მისამართით წარმოთქმული სწორედ ეს ფრაზა გახდა უნივერსიტეტის კადრების განყოფილებისთვის იდეის შთამაგონებელი. ,,ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ბატონი ლევანი ღირსეულად დადგება უნივერსიტეტის კარიბჭესთან და მაიმუნებს, ჭიებს, ამფიბიებს, ბაქტერიებსა და ინფუზორიებს დედა უნივერსიტეტის საზღვრების გადმოლახვას არ დაანებებს”_ ბედნერი სახით განუცხადა წერონიუსს უნივერსიტეტის კადრების განყოფილების წარმომადგენელმა.
ამ დრომდე ვერ ხერხდება თავად ლევან ალექსიძესთან დაკავშირება, რომელიც, როგორც მისი თანამშრომლები ამბობენ, რეგულარულად ესწრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მემამულეებისთვის მოწყობილ სემინარებს ,,პარაზიტებთან ბრძოლის მამაპაპური სტრატეგია და თანამედროვე მეთოდოლოგია”.
საპატიო ცერბერის წოდების მინიჭებამდე ორიოდე დღით ადრე ლევან ალექსიძემ ყოვლად სათნო და კეთილშობილი სახის რაინდის, გიგი უგულავასგან თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.

This entry was posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ლევან ალექსიძეს თსუ–ს საპატიო ცერბერის წოდება მიენიჭა

  1. კარგია. ძალიან მომწონხართ ეგრე გააგრძელეთ ბავშვებო :*

  2. The Bad Guy says:

    რამდენი წლისაა ცერბერი ?

  3. chankotadze says:

    26–იანი გოდაა :დ

  4. The Bad Guy says:

    პატივცემული გვამი. მაინცდამაინც თქვენ ნუ დამართებთ ინსულტს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s