მერია პიტნის კანფეტებს დაარიგებს

თბილისის მერი, ყოვლად სათნო და კეთილშობილი სახის რაინდი, გიგი უგულავა თბილისის მცხოვრებლებს პიტნის კანფეტებს დაურიგებს.
ამის შესახებ განცხადება მერიამ უკვე გააკეთა. პირადად გიგი უგულავამ სამი სამთავრობო არხის მეშვეობით მოსახლეობას უკვე აუწყა რომ ამ ინიციატივით მერიას სურს მცირედით მაინც ,,დაუტკბოს” ცხოვრება თბილისელებს.
პიტნის კანფეტების გარშემო მოსახლეობაში დიდი ალიაქოთია ატეხილი _ კოწახურის კანფეტების მოყვარულები თვლიან რომ ეს ერთგვარი დისკრიმინაციაა და მოითხოვენ თბილისის მთავრობამ მათი მდგომარეობა გაითვალისწინოს.
უფრო დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად წერონიუსი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურში კოწახურის კანფეტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
,,დიახ, პიტნის კანფეტების დარიგების ინიციატივა მართლაც არსებობს და მერია უკვე მუშაობს სხვადასხვა რაიონებში კანფეტის გამცემი პუნქტების ჩადგმაზე. ამ დროისთვის გათვალისწინებული გვაქვს ნახევარი კილო პიტნის კანფეტის დარიგება თითოეულ მოქალაქეზე. თუმცა, რაც შეეხება ალტერნატივის სახით კოწახურის კანფეტების შეთავაზებას, ამაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვფლობთ” _ განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ქურხაშვილმა.

This entry was posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s