ურბან რეაქტორის ბიბლიოთეკა


დღეს ქალაქში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამიერიდან აღმაშენებლის N176–ში შეგიძლიათ უსასყიდლოდ გაეცნოთ ლიტერატურას, რომელსაც საქართველოში სხვაგან ვერ იპოვით.
ბიბლიოთეკა და მასთან არსებული კაფე სტანდარტულ სარდაფშია მოთავსებული, ისეთში, როგორებშიც ქსეროქსის აპარატები დგას ხოლმე, ან მარკეტები და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებია მოწყობილი. თუმცა, ზემოხსენებულთაგან განსხვავებით, ეს სარდაფი საჯარო სივრცეა და წვრილმანი კომერციული მოგების ნაცვლად ურბანულ ცხოვრებაში ახალი და განსხვავებული სააზროვნო კერის შექმნას ისახავს მიზნად.
ბიბლიოთეკისა და კაფის შექმნის ორგანიზატორი ,,ურბან რეაქტორია”_ ,,არქიტექტორების, მხატვრების და სხვა პროფილის ადამიანების კოლექტივი. მისი მიზანია საზოგადოების სოციალური და სივრცითი მდგომარეობის შესწავლა, პრობლემატიზაცია და უკეთესობისკენ შეცვლის ხელშეწყობა.”ურბან რექტორმა თავისი მუშაობა ურბანული გარემოს გამრავალფეროვნებით დაიწყო და ბიბლიოთეკის სახით ქალაქურ გარემოში ახალი სააზროვნო სივრცის ფიზიკური განხორციელება უზრუნველყო.
ნუ იფიქრებთ, რომ ბიბლიოთეკა არქიტექტურული და საინჟინრო ლიტერატურითაა სავსე და მისგან უბრალო მოკვდავისთვის სრულიად უსარგებლო და უინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება. აქ ძალიან საინტერესო წიგნების ნახვა შეგიძლიათ. მაგალითად, როგორიცაა ფრედერიკ ჯეიმსონის ,,პოსტმოდერნიზმი, ანუ გვიანდელი კაპიტალიზმის კულტურული ლოგიკა”, ,,არქიტექტურა და უტოპია _ დიზაინი დაკაპიტალისტური განვითარება”, საბჭოთა მოდერნული არქიტექტურა, ანთროპოლოგ დევიდ ჰარვის მრავალი ნაშრომი და ა.შ.
სინამდვილეში არქიტექტურულ ფორმებსა და დიზაინს მიღმა ყოველთის რაიმე იდეებისა და რწმენების სისტემა იფარება. ეს ფორმები შესაბამისობაშია საზოგადოებრივი ღირებულებების, იერარქიისა და ძალაუფლების გადანაწილების მოდელებთან. არქიტექტურისა და სოციალური მოდელების ურთიერთკავშირი კი პირველ რიგში ურბანულ გარემოშია თვალშისაცემი. ამიტომ, ურბანული გარემოს, ქალაქდაგეგმარებისა და დიზაინის შესწავლა ებმის ქალაქური ცხოვრების, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და იდეების ფუქნქციონირების შესწავლას ამ გარემოში და იმაზე გაცილებით კომპლექსური და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, თავად ტერმინის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე.

This slideshow requires JavaScript.

This entry was posted in art and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s