ბეღურების რიტუალი პინგვინთა კუნძულზე

არა, პინგვინების და ბეღურების ურთიერთდამოკიდებულებაზე უკანასკნელი ინტელექტუალური პოლემიკა არაფერ შუაშია _ ამ პოსტის მიზანი პინგვინეთში მცხოვრები ფრინველური უმცირესობის, ბეღურების მდგომარეობისა და მათი უნიკალური კულტურული ტრადიციების ასახვაა.
იმის მიუხედავად, რომ ბეღურებს პინგვინთა სახელმწიფოში უწევთ ცხოვრება, ყველა მათგანი პინგვინეთს საკუთარ სამშობლოდ აღიქვამს. ჩვენც ვიცით ვინ არიან ბეღურები, ჩვენ მათ ვაფასებთ! _ ყველა ჭეშმარიტ პინგვინს ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის დროიდან გვაქვს შეთვისებული ვრცელი ნარატივები, თუ რა ერთგული ცხოველები არიან ბეღურები. _ისინი არასოდეს ტოვებენ მშობლიურ კერას. თუ მაინც მოუწიათ, ნისკარტით მიაქვთ თავიანთი ბუდის ტალახი. ამ ფრინველებს კარგად ესმით თუ რა განუყოფელია ფრინველის იდენტობა მისი გამოჩეკის ადგილისაგან, ესმით რომ ,,სადაც შობილხარ, გაზრდილხარ და გიჭერია მწერები”, იმ ადგილებიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში კოსმიური ენერგიის ნაკადებს იღებ. ამიტომაც, ეს პაწაწინა აბეზარი ჩიტები მთელ სიცოცხლეს რომელიმე მჭვარტლიან კვარტალში თუ მიტოვებულ სოფელში ლევენ და ზოგი ჩიტივით (სახეს არ დავასახელებ) არ დაწრიალებენ მთელ დუნიაზე.
ბეღურები ნოემბერში არაჩვეულებრივ დღესასწაულს _ ,,დუბელგუბელაობას” აღნიშნავენ. ეს დღესასწაული მოიცავს საკრალური განბანვის პროცედურასაც. თქვენი მონამორჩილ ავტორს პინგვინთაგან გამორჩეული პატივი ხვდა და ამ დღესასწაულზე აღმოჩნდა. საკრალური განბანვის პროცედურა საკუთარი თვალით ქვემორე ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ:

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ბეღურების რიტუალი პინგვინთა კუნძულზე

  1. ესენი აპრილ-მაისში უფრო გულაობენ ხოლმე ^^

  2. chankotadze says:

    აპრილ მაისში იგულავებენ ცხადია :დდ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s