სიზმრების მხატვარი

,,როცა ვხატავ, მე დავფრინავ, ვოცნებობ, ყველაფერს ვაკეთებ რაც, სიმშვიდესა და თვისუფლებას მანიჭებს. ჩემს ნახატებში მე მთელი ჩემი შემოქედებითი ვნებების გამოხატვა შემიძლია. გასაქანს ვაძლევ ჩემში მცხოვრებ ბავშვს და ჩემი პერსონაჟები ხდებიან მამალზე ამხედრებული რაინდები, ქაღალდის გემით მოგზაურები თუ ვარსკვლავების მებადურები. ისინი ოცნებისთვის, იდეალისთვის იბრძვიან. მე კი მათ სიცოცხლეს ვანიჭებ.”
კომპანოკა

სითბოს კერები _ სიბნელეში ჩაღვრილი ბევრი თბილი საღევბავი, ოქროს ზღაპრული ელვარება, ბავშვობისდროინდელი ოცნებები და მოგონებადქცეული ჯადოსნური სიზმრების სევდა _ ასეთია ახალგაზრდა პერუელი მხატვრის, რონალდ კომპანოკას ფერწერა. მისი ნახატები მეხსიერების მქრქალ ნაკვალევს გავს. ისინი ასახავენ სილამაზეს, რომელიც სამყაროში არ არსებობს, მაგრამ რომლის მძაფრი მოთხოვნილებაც ადამიანური ბუნების ნაწილია.
კომპანოკა სამხრეთ პერუს დიდსა და ძველ ქალაქში, არეკიპაში დაიბადა, მის ძარღვებში კი მისტიციზმით გაჟღენთილი ანდების ინდიელების სისხლი მიედინება.
კომპანოკას საკუთარ თავს მაგიური სიურეალიზმის მხატვრად მიიჩნევს. მახსოვს, ლამის სუნთქვა შემეკრა, როცა პირველად დავინახე კომპანოკას ,,მთვარის შვილი” და ,,მეოცნებე მოგზაურები”. ეს იყო რაღაც რეალურს მიღმა ნაგულისხმევის ასახვა. ადამიანის ყოფიერების ყველაზე ნატიფი შრეების მოხელთება _ სიზმრების სტენოგრამა. საკუთარი არარსებობოის გამო დანაღვლიანებული ჩვენი ფანტაზიების პერსონაჟები, მარადისობასა და სიბრძნეში ჩაძირული, საიუველირო ნაწარმივით ძვირფასი და პრაქტიკულ დანიშნულებას მოკლებული ქმნილებები, რომელთაც თვითნაბადი სიხარულის მონიჭება შეუძიათ _ ეს ოქროსფერი კაცუნები, პეპლები,თევზები, ნავები და საჩაიეები ყურებისას მუსიკად იქცევიან _ თითქოს რომელიმე ძველებური მექანიკური ზარდახშის სევვდიან მელოდიას უსმენთ…

კოლიბრები

მეთევზეთა ოცნებანი

მთვარის მოგზაურობა

ევრიდიკეს ოცნება

მოგზაური მეოცნებენი

ღრუბლების მწეველი

ღამის მხედარი

მფრინავი თევზი

მწეველი

მეზღვაურთა ღამე

ზღაპრების მთხრობელი

მოგზააურის შესვენება

This entry was posted in art and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

1 Response to სიზმრების მხატვარი

  1. willimes ამბობს:

    ბავშვობა გამახსენდა და თან სწორედ ახლა, ღმერთმა უწყის მერამდენედ, სალამურას ვკითხულობ… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s