სერობა ალიკმოსეს მთაზე

ფემინისტური ფანტასტიკა

(C)Michael Hutter


ის ის იყო ბოლო ყლუპი ყავა მოვსვი. სწორედ ის ყლუპი იყო, უკვე ნალექი რომ ერევა სითხეს და ენასა და ტუჩებზე წვრილად დაფქული ყავის ბურთულების სასიამოვნო რელიეფური შეგრძნება გიჩნდება. ფინჯანი მაგიდაზე დავდგი და მოულოდნელობისაგან შევხტი როცა ჩემს წინ ლაზერული ეკრანი აისვეტა, საიდანაც ჩემი ბოსი,ჰელაი მისიკუ, თვალებს მიბრიალებდა. ის უთუოდ თვლიდა, რომ დივანზე წამოგორებისა და მსობუქი ნეოალქაჯური ჟურნალების კითხვის ნაცვლად საღამოს შესასრულებელი სახელმწიფო მისიისათვის მზადებაში უნდა ვყოფილიყავი გართული.
ასეთ საკითხებში ვერაფერს გააწყობ_სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკაა. რამდენიმე წელია ფარფატეთი მოდერნიზაციისათვის განსაკუთრებულ ღონისძიებებს ახორციელებს. სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკის დონეზე მიიჩნევა, რომ ძველალქაჯური დისკრიმინაციის დასაგმობად ახალალქაჯური ესთეტიკის აღორძნებაა საჭირო. ახალალქაჯური ესთეტიკა კი დიდი თავისტკივილი რამეა. აქ რძისა და კურდღლისკუდას ვანებიო, იქ შაქარფორთოხალას კვერები თუ მთვარის ცეკვები, ბოლოს კი ბალხებითა და ძველი სამკაულებით დამძიმებულს და მომიწია თინატრეთ–კესალუკია–ფარფატეთის მეორე საერთაშორისო სხდომაზე გამგზავრება. თუ ოდესმე ფარფატეთის მატრიარქი გავხდები, უთუოდ შევცვლი ნეოლაქაჯიზმის ამ მეტად მომაბეზრებელ პოლიტიკურ კურსს.
დავალებას რაც შეეხება: ჯერ იყო და რამოდენიმე ხანს უკან მეზობელმა და ფარფატეთთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფმა სახელმწიფო თინატრეთმა თავის კონსტიტუციაში ძირეული ცვლილებები შეიტანა და მკაცრად დაარეგულირა მის მკვიდრთათვის მამაკაცებთან ურთიერთობის წესები. შემდეგ კი მეორე მეგობარმა სახელმწიფო კესალუკიამ მის მიერ მამაკაცთა ბუნების შესახებ ჩატარებული უახლესი კვლევების შესახებ გვაცნობა.
,,საუკეთესო მკველვარები და სწავლულები საიდუმლო მიწისქვეშა ლაბორატორიებში აკვირდებოდნენ ადამიანის ბუნების ფენომენს. კვლევა გაჭიანურდა. საცდელი რესურსების არ არსებობისა (ახალშობილები) და ბუნებრივი პირობების მსგავსი სიტუაციის შექმნის სირთულის გამო, დასკვნები საეჭვოა და უკანასკნელი ინსტანციის ჭეშამრიტებებს არ წარმოადგენს. თუმცა, განმტკიცდა ეჭვი რომ ”მამრები ბუნებით ეგოისტი არსებები არიან.” მკვლევარი ანფირუსი, რომელიც, ვეჭვობ, მალულად ეცნობოდა დამპალი სპენსერის იდეებს, მიიჩნევს რომ ბიოლოგიური კოდების გაშიფრვა უდნა გაგრძელდეს რათა საბოლოოდ გამოვლინდეს მამრებში ეგოისტური გენების მოჭარბება. ხოლო მკვლევარი სალი შონდერი ამბობს, რომ მამრთა ეგოისტური ვნებები კულტურულად გაპირობებულია და მათი განეტირალება შეიძლება. ”_იუწყებოდა კესალუკიის წარმომადგენელი.
ჩვენ, სამმა მეგობარმა სახელმწიფომ _ თინატრეთმა, კესალუკიამ და ფარფატეთმა _ მჭიდრო ალიანსი შევკარით და პრობლემის უკეთ შესასწავლათა და გადასაჭრელად ფორუმის ჩატარება გადავწყვიტეთ.
ჩვენ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მეორე შეხვედრა სავსემთვარობის ჟამს შედგა ალიკმოსეს მთაზე, სწორედ იმ ადგილას სადაც მთვარის ქალღმერთის უძველესი ტაძრის ნანგრევები იქნა აღმოჩენილი. პირველი შეხვედრა რამოდენიმე ხნით ადრე, წმინდა საუნივერსიტეტო გორაკებზე შედგა. პირველი შეხვედრის დროს ჩვენმა სახელმწიფოებმა ერთიანი ფემინისტური ალიანსი ,,ფემინლიგა” შექმნეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო უახლესი ტექნოლოგიებისა და სპეციფიური ესთეტიზმის გამოყენებით აღგვედგინა მატრიარქატის დროინდელი ქალღვთაებების ხატებები და ესთეტიკა, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაცობრიობის History-დან რომ უმოწყალოდ იქნა ამოშლილი. ასევე გადაწყდა გაგვეუვნებელყო ყველა ის მითი, რომელთა მეშვეობითაც ისტორიის სხვადასხვა

ნიკოლაი კარალიოვის ილუსტრაცია ,,ოსტატი და მარგარიტა"–სთვის

ეტაპებზე ქალების მარგინალიზება ხდებოდა. ამიტომ, თბილისის 31 ქარხანამ სპეციალურად ჩვენთვის დაამზადა საჰაერო ტრანსპორტის ექსპერიმენტალური მოდელები_პნევმატური ცოცხები, რომელსაც საათში 200 მილი სიჩქარის განვითარება ისე შეუძლია რომ საკუთარი ფორმის მიუხედავად თანშექმნილი ატმოსფერო სავსებით უსაფრთხო ტრანსპორტის სახეობად აქცევს.
ასევე პირველივე შეხვედრიდან, სამივე სახელმწიფომ აკრძალა ხორცმჭამელობა და ცოცხალი არსებების განადგურება ,,დაე ნუ მივბაძავთ მამრთა ავტორიტარულ სახელმწიფოებს, რომლებიც სიცოცხლეს იმდენსავე პატივს სცემენ, რამდენზეც საკუთარი საჭმლის მომნელებელი ორგანოები ეთანხმებიან. ჩვენი რესპუბლიკები იარსებებენ ბუნებასთან და სიცოცხლესთან სრულ ჰარმონიაში და მხოლოდ მის განვრცობას შეუწყობენ ხელს”_ეწერა ფემინლიგის სტრატეგიულ დოკუმენტში. სხვათა შორის, ჰაერფემინისტებმა დაგმეს ეს სტრატეგიული დოკუმენტი, როგორც უკვე არქაული და თანამედროვეობისათვის შეუფერებელი. როგორც ისინი ამბობენ, გამოსავალი არაა ცხოველების ჭამაზე უარის თქმა, თუ ფემრესპუბლიკათა მკვიდრები მცენარეების ჭამას გააგრძლებენ, რაკი მცენარე ცხოველზე ,,არანაკლებ ცოცხალი” ორგანზმია.
ჰაერფემინისტები ერთგვარ ოპოზიციას წარმოადგენენ ნეოალქაჯური ფლანგისთვის, რომელიც ამჟამად ფარფატეთის მმართველი გუნდია. ანალოგიური სურათია თინატრეთსა და კესალუკიაშიც (ზოგადად, ამ სახელმწიფოებს მსგავსი პოლიტიკური კლიმატი ახასიათებთ, რადგან ერთი სივრცის _ პოსტპატრიარქალური სივრცის ქვეყნები არიან).
ალიკმოსეს მთაზე შეხვედრის დღისწესრიგში ერთერთი მთავარი თემა სწორედ ჰაერფემინისტების პრეტენზიების განხილვა იყო. ბევრი ვიფიქრეთ და ფაქტობრივად, ვაღიარეთ რომ ჰაერფემინისტების პრეტენზიები ნაწილობრივ სამართლიანია. ფემრესპუბლიკათა მთავრობები მცენარეთა სიცოცხლეს, ცხადია, ვერ უარყოფენ, მაგრამ არცერთი სახელმწიფოს მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ ჰაერკვებითი საშუალებები, როგორც ამას ჰაერფემინისტები ითხოვენ. ამგვარად მცენარეთა გამოყენება ამ ეტაპზე ფემრესპუბლიკათა მკვიდრთათვის სასიცოცხლოდ საჭირო კომპრომისია. თუმცა, ფემრესპუბლიკები ალიკმოსეს მთაზე მიუერთდნენ პლანეტათაშორის კონვენციას სიცოცხლის დაცვის შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ავალდებულებს რომ სამცნიერო რესურსების მობილიზება ჰაერკვებითი საშუალებების კვლევასა და მოძიებაზე მოახდინონ და რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ პლანეტის მცენარეული ბინადრების ხოცვა.

This entry was posted in ფემინისტური ფანტასტიკა, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to სერობა ალიკმოსეს მთაზე

  1. ნახატმა მიმიზიდა და ისედაც ინტერესით წავიკითხე :>

  2. willimes says:

    ფემრესპუბლიკელებისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ასრულებს თბილისის 31-ე ქარხანა?! :დ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s