გაამაგრე გუდიაშვილი 15 იანვარს

(C) ცხელი შოკოლადი


ერთ დღესაც გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ რომ თქვენ ოთახში მზის სინათლე აღარ აღწევს. ფანჯრის რაფასთან კი ლაზერული წარწერა აციმციმდება: ,,მზის სხივების შესაძენად აკრიფეთ კოდი:…”. ჩაიცვამთ, გარეთ გახვალთ და გასეირნებას გადაწყვეტთ, მაგრამ უცებ ნახავთ, რომ ქვაფენილზე სიარული ფასიანია. ცუდად გახდებით და ჩამოჯდომა მოგინდებათ მაგრამ სკვერში მდგარი სკამის მფლობელი კომერსანტი მოგვვარდებათ და გადახდას ან გუდანაბადის აკვრას მოგთხოვთ. ან სულაც, თვალების გახელის მომენტში შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენ თქვენ აღარ იყოთ. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ კერძო ინვესტორმა შეგიძინათ და რაკი არც ისე წარმტაც მდგომარეობაშ იყავით, დახვეწიეს მიზნით გადაგადნოთ, ან დაგანგრიათ და თვიდან აგაშენათ, როგორც, მაგალითად, გუდიაშვილის სკვერს უპირებენ.
გუდიაშვილის სკვერი ქალაქში ერთერთი კოლორიტული ადგილია საღებავგადაცლილი ძველებური აივნებით, მოჩუქურთმებული ხის მოაჯირებით და ძველი თბილისის სივიწროვითა და მყუდრო ატმოსფეროთი. შენობები, რომელებსაც გამაგრება და დაცვა ჭჲრდება, თბილისის მერიამ, სავარაუდოდ, გაყიდა (ამის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვებაც კი რთულია, თუმცა არსებობს ამსახველი დოკუმენტი, რომელზეც მერია ამბობს რომ არ არსებობს და ა.შ , ფანტასტიკის ჟანრში:დ ). ამ შენობების სტატუსზე ინფორმაციის მოპოვება განსაკუთრებით მას მერე გართულდა რაც სამოქალაქო ინიციატივით გუდიაშვილის სკვერის ისტორიული სახის დასაცავად დაიწყო კამპანია. კამპანიის ინიციატორი ,,ტფილისი ჰამქარი” _ ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება იყო, თუმცა მას სხვა სამოქალაქო ჯგუფებიც შეუერთდნენ.

გუდიაშვილის მოედნის საკითხი, ასე ვთქვათ, სიმბოლურია და ზოგადად ქალაქში არსებული სიტუაციის ერთ კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს. ისტორიულ იერსახეს რომ თავი დავანებოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური შინაარსის დაცვა და შენარჩუნება.
ქალაქი ადამიანებისთვის არსებობს _ ურბანული კერების გაჩენას ისტორიულად ცხოვრების ახალი სტილის დამკვიდრება მოყვა. ქალაქური ცხოვრების სტილი თავისი არსით თავისუფლებასა და თანამშრომლობაზეა მიმართული. რაკი ქალაქი მცირე სივრცეში დიდი რაოდენობის ადამიანებს უყრის თავს, მათ შორის კოორდინირებული მოქმედება და ერთმანეთისადმი მგრძნობელობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დღეს კი, ჩვენ რეალობაში, ქალაქი განხილულია არა როგორც ჩვენი საერთო სახლი, არამედ ცალკეულ ინდივიდთა კერძო საკუთრებების ნაკრები, სადაც სხვა ადამიანების ადგილი უბრალოდ აღარ არის. კატარსტროფულად იკლებს ქალაქში იმ ადგილების რაოდენობა, სადაც მოქალაქეებს თავისუფლად შეკრება და თავიანთი ინიციატივების განხორციელება შეეძლებათ, სულერთია ეს ინიციატივა მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა იქნება თუ საქველმოქმედო აქციის ორგანიზება. შენობების, სკვერების, პარკების გასხვისება და პრივატიზაცია ისე ხდება, რომ საერთოდ არაა გათვალისწინებული მოქალაქეების, იმ ადამიანების აზრი, რომელთაც ეკუთვნის ეს სივრცე სინამდვილეში. ეს ქალაქის გაუცხოების პროცესია და მისი მკვდარ სხეულად ქცევით მთავრდება, რომელიც გეტოებითა და სიძულვილით იქნება მოფენილი.

1995 წელს ეკრანებზე გამოვიდა მატიე კასოვიცის ,,სიძულვილი”, რომელიც ზუსტად აღწერს ასეთ გაუცხოებულ, ზიზღითა და სიძულვილით მოცულ ქალაქს. (ფილმის გადმოსაწერი ლინკი და ჟან ბოდრიარის ესეი ფილმის შესახებ)

შენ როგორც რიგით პინგვინს შეგიძლია მონაწილეობა მიიღო სოციალური ქალაქის გადარჩენაში. კვირას 15 იანვარს, 4 საათზე გუდიაშვილის მოედანზე კიდევ ერთი აქცია გაიმართება. აქციის მიზანი დიადი და ნათელია – მეგობრული ქალაქი, თვითორგანიზებული გართობა, ქველმოქმედება, კულტურული გაცვლა და მერიისთვის იმის შეხსენება, რომ ქალაქი პირველ რიგში მოქალაქეებს ეკუთვნით. წამოიღეთ სახლიდან ძველმანები, თვითნაკეთი ნივთები, კენჭები ნიჟარები თუ რაც გაგეხარდებათ და გაყიდეთ ან გადაცვალეთ სხვა ნივთებში. ნახეთ ერთ სივრცეში შეკრებილი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და გაატარეთ გიორგი ავალიანთან ხუთი წუთი ლარად :დ სხვათა შორის, წინა აქცია-ფესტივალი ისეთი სასიამოვნო და სახალისო იყო, წამოსვლა დაგენანებოდათ. ქვემორე ვიდეო ამ საახალწლო აქცია-ბაზრობაზე დაახლოებითი წარმოდგენის შექმნაში დაგეხმარებათ:

PS. ვისაც სიცივის გეშინიათ, შეგახსენებთ რომ აქციაზე თქვენ სულებსა და სხეულებს პოეზია, მუსიკა და ძალიან გემრიელი, ცხელცხელი გლინტვეინი გაათბობს.

შენი მოსაწვევი აქციაზე!

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s