შრომის კოდექსი კლავს! _ დაიცავი შენი შრომა ხვალ 3-ზე რუსთაველის ძეგლთან


დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო ახალი შრომის კოდექსი, რომელიც გაცილებით ცუდია და ნაკლებეფექტურად იცავს ადამიანის შრომით უფლებებს, ვიდრე მანამდე მოქმედი კოდექსი იცავდა. 2010 წელს ეს კოდექსი ორგანული კანონი გახდა და კიდევ უფრო წონით დოკუმენტად იქცა. გამოდის რომ ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა (?) მიზანმიმართულად შეკვეცა დასაქმებულის უფლებები და ახალი კოდექსით უპირატესობა მიანიჭა დამსაქმებელთა ინტერესებს.

ყველაზე დიდი შავი ხვრელი ამ ,,ლიბერალურ” შრომის კოდექსში 37-38 მუხლებია. ამ მუხლების მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე ხდება, შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის კი ერთერთი მხარის ინიციატივაც საკმარისია _ აი აქაა ძაღლის თავი დამარული. დამსაქმებელი არავის და არაფრის წინაშე არაა ვალდებული ახსნას და დაასაბუთოს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. იმისთვის, რომ დასაქმებულის უფლებები არ შეილახოს აუცილებელია დამსაქმებელი ვალდებული იყოს განმარტოს განთავისუფლების მოტივი. ეს მოტივი სამართლებრივად მისაღები უნდა იყოს _ მაგალითად სერიოზული ზიანის მიყენება კომპანიისთვის (უმნიშვნელო შეცდომისთვის სამსახურიდან დათხოვა არ შეიძლება) და ა.შ. ერთი სიტყვით, შრომის კოდექსი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანის ღირსეული შრომის უფლება დაიცვას.

სახელმწიფო, რომელშიც მდიდრებიც არსებობენ და ღარიბებიც, კაპიტალის მფლობელებიც და უპოვრებიც, დამსაქმებლებიც და დასაქმებულებიც, იმ შეთანხმებით არსებობს რომ საგანთა არსებული წესრიგის შენარჩუნებისა და რევოლუციებზე უარის თქმის სანაცვლოდ სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა დაიცვან საზოგადოების მოწყვლადი ფენების ინტერესები, რომლებსაც თავად ნაკლები რესურსი გააჩნიათ თავდასაცავად. თუ მე ღარიბი ვარ და არ მაქვს საკუთრება და თავის გადასარჩენად იძულებული ვარ ჩემი შრომა საკუთრების მფლობელს მივყიდო, იმას არ ნიშნავს, რომ მყიდველს საკუთარი სურვილისამებრ უნდა შეეძლოს ჩემი მართვა და განგება. ჩვენ ვთანხმდებით, რომ მას საკუთრება დარჩება და მე ამბოხებას არ მოვაწყობ მის წასართმევად, მაგრამ სანაცვლოს მან უნდა აღიაროს ჩემი უფლებები, გაიაზროს ასეთ კომპრომისზე წასვლის შინაარსი, უზრუნველყოს ჩემი ღირსეული შრომა და ამ შრომის დაცულობა. ის, ერთგვარად, ვალდებულია დამასაქმოს რომ მე მისი შოკოლადის ქარხანა არ ადავანგრიო _ აი ესაა მოკვდავპინგვინურად გადმოცემული იმ სოციალური კონსესუსის შინაარსი რასაც ევროპულმა მუშათა მოძრაობებმა მიაღწიეს XX საუკუნეში.

თეო ბიჩინაშვილი პროფკავშირების აქციაზე (C)ზვიად ავალიანი

მუშათა მოძრაობების გავლენით (რომელბიც, პროფკავშირების სახით იყო ორგანიზებული) დღეს ევროპული ქვეყნების შრომის კოდექსები უპირობოდ აღიარებენ ადამიანის ღირსეული შრომის უფლებას და დასაქმების დროს დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან დაცვას. ჩვენი კოდექსით კი დისკრიმინაცია პირდაპირ წახალისებულია. რაკი დამსაქმებელი ვალდებული არაა გათავისუფლების მიზეზი ახსნას, მაშინ გათავისუფლების არარსებული მიზეზის კვალიფიკაციაც ვერ მოხდება, როგორც დისკრიმინაციულის. ამ დროს კი შეიძლება დამსაქმებელს ერთ დღეს შენი თვალის ფერი არ მოეწონოს და ამის გამო დაგითხოვოს.

უბრალო მოკვდავ პინგვინთა პრაქტიკაში კი ეს მუხლები განსაკუთრებით მტკივნეულად პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეხება. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული, სახელმწიფო სტრუქტურებს კი თითქმის მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს. შესაბამისად, როდესაც მოქალაქეს, ვთქვათ ძალიან კარგ პროფესიონალს, საჯარო სამსახურიდან ითხოვენ მმართველი პარიისადმი არალოიალობის ან სხვა პარტიისადმი კუთვნილებისა თუ უბრალოდ, პოლიტიკური სიმპათიების ქონის გამო, ის აბსოლუტურად დაუცველია და სასამართლო დავითაც კი ვერ დაამტკიცებს რომ დისკრიმინაციის მსხვერპლია. ამის ძალიან კარგი მაგალითია ბოლო შემთხვევა _ გორის სკოლაში სერთიფიცირებული მასწავლებლის დათხოვა პოლიტიკური ნიშნით.

,,შრომის კოდექსი ვერ უზრუნველყოფს დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანასწორობას. რეალურად, დამსაქმებელს უკიდეგანო თავისუფლება აქვს, შეუღუდავი უფლებები მაშინ, როცა დასაქმებულს ფაქტობრივად არანაირი უფლება არ გააჩნია.” _ ამბობს პროფკავშირების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი ჟურნალ ,,ლიბერალისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

,,ლაბორატორია 1918-ს დაუშვებლად მიაჩნია ასეთ უმოქმედო და დისკრიმინაციის წამხალისებელ კოდექსთან შეგუება. ხვლა, 3-საათზე რუსთაველის ძეგლთან ლაბორატორია და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ერთობლივ აქციას გამართავენ. თქვენც, რიგით პინგვინებს გთხოვთ რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი შრომა, რომელიც ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. წამოიღეთ სახლიდან ფურცლები, მარკერები, ნებისმიერი ფორმისა და შინაარსის მასალა რომლითც ადგილზე მოვახერხებთ ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვას შრომითი დისკრიმინაციისადმი და სახელმწიფოს მოვთხოვთ შეასრულოს საკუთარი ფუნქცია.

შენი მოსაწვევი ხვალინდელ აქციაზე!

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to შრომის კოდექსი კლავს! _ დაიცავი შენი შრომა ხვალ 3-ზე რუსთაველის ძეგლთან

  1. Katiée says:

    მიხარია, თქვენ მაინც მოიყვანოთ იქნებ ოდესმე გაზაფხული :)))

  2. Mr. Nomad says:

    ჩემი აზრით, დამსაქმებელს თავისუფლად უნდა შეეძლოს დასაქმებულის დათხოვნა, თუ თვლის რომ ეს თავისი კომპანიისთვის უფრო ეფექტურია. არცერთი სულელი არ დაითხოვს მართლაც კარგ კადრს უმიზეზოდ სამსახურიდან.

    რაც შეეხება პოლიტიკური მიზნით სამსახურიდან გაშვებას, ეს ისედაც უკანონოა და შრომის კოდექსიც რომ არ იყოს, პოლიტ შეხედულებებით დისკრიმინაციად ითვლება. ასეთ დანაშაულს არა შრომის არამედ სხვა კანონებით უნდა ვებრძოლოთ.

    ჩემი აზრით, შრომის კოდექსი უფრო ლიბერალური უნდა იყოს და არც დასაქმებულს და არც დამსაქმებელს უნდა აძლევდეს მეტ ძალაუფლებას.

  3. chankotadze says:

    საქმე ისაა, რომ როდესაც შრომის კოდექსი არ ავალდებულებს დამსაქმებელს დაასაბუთოს დასაქმებულის დათხოვის მიზეზი, მაშინ ვერანაირად ვეღარ დაამტკიცებ, რომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ქონდა ადგილი, თუ ჰომოსექსუალი ხარ და ამიტომ დაგითხოვეს და ა.შ. _ უნდა და დაგითხოვა, უფლებამოსილია _ გათავდა!

  4. Mr. Nomad says:

    კიდეც რომ ავალდებულებდეს დასაბუთებას, მაინც არ იტყვის რეალურ მიზეზს იქნება ეს პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე. შესაბამისად ეგ პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება.
    დამსაქმებელს ყოველთვის შეუძლია თქვას რომ მან შენზე უკეთესი პროფესიონალი იპოვა და მის გამო გაგიშვა სამსახურიდან. მერე სასამართლომ უნდა დაადგინოს მართლაც ასე იყო თუ არა

  5. chankotadze says:

    საქმეც მაგაშია _ სასამართლომ უნდა დაადგინოს მერე იყო თუ არა დისკრიმინაცია. ამ კოდექსით კი ეს ვერ ხერხდება რაც არ უნდა აშკარა დისკრიმინაცია იყოს _ კოდექსი ფაქტობრივად ახალისებს დისკრიმინაციას და სასამართლო ყოველთვის დამსაქმებელს ამართლებს 37 მუხლიდან გამომდინარე (თუმცა, იყო პრეცენდენტი 2010–ში რომ უზენაესმა სასამართლომ არ მიიჩნია 37 მუხლი საკმარისად, კოდექსის ნაცვლად კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით იხელმძღვანელა და გაამტყუნა დამსაქმებელი უსაბუთოდ გათავისუფლებისთვის, მაგრამ ეს იყო ერთადერთი ქეისი და უფრო თავისსამართლებელი დანიშნულება ქონდა ევროპასთან, რო აი ჩვენი კოდექსი კი ცუდია მაგრამ სასამართლო როცა საჭიროა სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ა.შ.)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s