გაზეთების გამყიდველის კატა

რიჟიკა


გაზეთების გამყიდველი მას რიჟიკას ეძახის. ლამის საკუთარი სახელიც კი არ აქვს და მის უკატურეს პიროვნებას ასეთი ზოგადი ზედსართავით მოიხსენიებენ, მაგრამ, სამაგიეროდ აქვს ისეთი ფუმფულა, ჟღალი ბეწვი, არისტოკრატული სისხლისა და მეტკრიკაში წინაპართა გვარსახელებდამოწმებულ კატებსაც რომ შეშურდებათ. თანაც, გაზეთების გამყიდველ ქალს ისე უყვარს, რომ ენისმოჩლექით ელაპარაკება და მისი დანახვისას თვალები სიკეთით უბრწყინავს.
გამყიდველი სიხარულითა და სიამაყით იხსენებს რომ მასთან რიჟიკა სულ პატარა მივიდა და, ფაქტობრივად, მის ხელში გაიზარდა. მეც, მისი სიამოვნების შემყურე, დამატებით კთხვებს ვიძლევი რიჟიკას ბიოგრაფიის გარშემო და ვარკვევ რომ ეს მშვენიერი ცხოველი ღამით იქვე მდგარ სათავსოში იძინებს, სადაც გაზეთების გამყიდველი გაზეთებს ინახავს და რიჟიკასთვისაც მზრუნველობით აქვს მოწყობილი მყუდრო კუთხე მუყაოს ყუთში.
მისი უკატურესობა, ამჩნევს რა,რომ ჩემი ყურადღება მიიპყრო, მანჭვა–გრეხას იწყებს, ბეწვს დინჯად ილოკავს, გაწეილილი მოძრაობებით ამთქნარებს, უაზრო წრეებს ურტყამს და თან ამ ყველაფერს ისე აკეთებს ზედ არ მიყურებს _ გეგონება მე არაფერ შუაში ვარ და ჩემთვის არ აწყობს ამ პერფორმანსებს. გაზეთების გამყიდველიც კატის მაგივრად აღფრთოვანებულია, რომ მისი ჟღალი კატა ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა თავს ცოტა უხერხულად გრძნობს, უმცროსი მეგობარი რომ თავს არაადეკვატურად იფასებს და ზედმეტად იქექება, გეგონება საკუთარი ბეწვი პირველად ნახაო. ,,კაი ფისო, გაჩერდი ერთი წამით”_ არიგებს ჭკუას და ხელით ცდილობს მისი სხეულის სივრცობრივი მდგომარეობის განსაზღვრაში კორექტივების შეტანას, რომ მე სურათის გადაღება მოვახერხო.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to გაზეთების გამყიდველის კატა

  1. gaizmore says:

    dudus manchvagrexva gaxsovs? :X ra aferisti iyo😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s