რიგითი პინგვინის სირცხვილზე


ამ პოსტს გიორგი არიშვილის თხოვნით ვწერ. ძალიან გამეხარდა,დღეს რომ გიორგიმ დამთაგა, ვინაიდან და რადგანაც, ძალიან საინტერესო გრძნობაა სირცხვილი… სოციალური ბუნების გრძნობაა_ სადაც კულტურა ჩნდება, სირცხვილიც იქ ამოყოფს თავს. ჩემი დილეტანტური შეხედულებებით, ეს არის ტოტალური შფოთის განცდა რაღაცის გამო, შიში და დაბნეულობა, რომელიც იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანი თავის ნაცნობ სოციალურ მდგმარეობას კარგავს და მასა და დანარჩენ ადამიანებს შორის მიმართებებში ამ სირცხვილის გამომწვევი ფენომენის გამო გაურკვევლობა ისადგურებს. ეს არის წამიერი ქაოსი სოციალურ ურთიერთობებში _ დანარჩენი ადამიანების მხარდაჭერის გარეშე დარჩენისა და გარიყვის წინათგრძნობა და ტრაგიკული განცდა.
ამ ინსტინქტურ დონეზე ჩაჭედილ თავზარდამცემ, შიშველ სირცხვილს ალბათ მაშინ ვგრძნობ, თუ ტყუილში ან დანაშაულში ეჭვმიტანილი ვარ და ა.შ. ეს სირცხვილი დაახლოებით პირობითი რეფლექსების დონეზე დევს ადამიანში.
სირცხვილის უფრო ,,მოდერნიზებული” გაგება ჩემთვის სინდისის ქენჯნას, საკუთარ თავთან სიმართლის აღიარების მომენტს უკავშირდება. ეს არის უკვე კონფლიქტი არა დანარჩენ ადამიანებთან, არამედ საკუთარი თავის კონცეფციასა და რეალურად არსებულ საკუთარ თავს შორის. _ ამ პრიმიტიულ დასკვნებზე შორს წასვლა გონების დაძაბვას მოითხოვს. მეც, მეზარება და თავს ვანებებ _ აი ზუსტად ამის მრცხვენია ყველაზე მეტად _ სიზარმაცის და გონებრივი სიზანტის, რომელთან დაპირისპირებისთვის რაღაც არ მყოფნის და რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავ.
მე მრცხვენია სიზარმაცის, დროის ფლანგვის და უქმად ტარების გამო.
მრცხვენია, რომ უკვე 21 წელი ვიცხოვრე და ჯერ იმდენი არაფერი გამიკეთებია, რისი მოსწრებაც ამ დროში შეიძლებოდა.
მრცხვენია, რომ უპასუხისმგებლო ვარ საკუთარი რესურესბისადმი.
მრცხვენია, რომ ცუდად ვიცი უცხოენები და ცალ ფეხზე მკიდია.
მრცხვენია, რომ სნობი ვარ.
მრცხვენია, რომ ხორცს ვჭამ და თანაც, მიყვარს.
მრცხვენია, რომ არ ვსწავლობ იმას, რაც მინდა.
მრცხვენია, რომ არ ვმუშაობ იმ სფეროში, სადაც მინდა.
მრცხვენია, რომ მრცხვენია ხოლმე იმის გაკეთება, რაც მინდა.
მრცხვენია, რომ მახასიათებს სირცხვილი.
მრცხვენია იმის გამოც, რომ რაღაცები აღარ მრცხვენია.
მრცხვენია, რომ პლანეტაზე, რომელზეც ვცხოვრობ, ტექნიკური პროგრესი წინ უსწრებს მორალურს.
მრცხვენია, რომ გარემოს ლოგიკას ვემორჩილები ხოლმე და შეწინააღმდეგება მეზარება.
მრცხვენია, რომ არ მაქვს პასუხები.
მრცხვენია, რომ კითხვებიც თანდათან მავიწყდება.
მრცხვენია, როცა გემრიელად ვჭამ და არ ვფიქრობ მშიერ ადამიანებზე.
მრცხვენია ყველა საღამოს, როცა კოლმეურნეობის პადზემკაში გამოვივლი და თბილი სახლისკენ მივდივარ, იქ კი სხვადასხვა ჯურის უბედური ადამიანები ერთმანეთს ეჩხუბებიან, რაკი თვლიან რომ ერთმანეთს მათხვრობაში უშლიან ხელს.
მრცხვენია რომ ერთხელ ჩემ კლასელებს ავყევი იმ ბავშვის დაცინვაში, რომელიც უკანა მერხზე იჯდა და ცუდად სწავლობდა.
მრცხვენია, რომ არ შემიძლია მივცე ყველა კაცს, რომელსაც ვუნდივარ.
მრცხვენია, რომ არ შემიძლია უპატრონო ბავშვების დედა ვიყო.
მრცხვენია, რომ მე ახალგაზრდა ვარ და სხვები მოხუცები.
მრცხვენია, რომ არ შემიძლია საკუთარი თავის სხვებისთვის დარიგება.
მრცხვენია, რომ ვპოზიორობ ხოლმე.
მრცხვენია, რომ ეგოისტი ვარ.
მრცხვენია, რომ ისეთი იგოისტი ვარ, რომ ამისგან სიყვარულშიც ვერ ვთავისუფლდები.
მრცხვენია, რომ არ ვარ მოხეტიალე გიჟი!

This entry was posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to რიგითი პინგვინის სირცხვილზე

  1. lana says:

    “მრცხვენია, რომ უკვე 21 წელი ვიცხოვრე და ჯერ იმდენი არაფერი გამიკეთებია, რისი მოსწრებაც ამ დროში შეიძლებოდა.”ვაიმეეეეე!რას გულისხმობ?ეგ ნაადრევი “ბებრობის”სინდრომი ხომ არ არის,რომელიც 20წლის მერე შემოეპარებათ ხოლმე ადამიანებს?(საქართველოში) მე 28 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამის სწავლას ვგეგმავ!თუმცა ვაღიარებ,რომ სიზარმაცის ძალიან მრცხვენია! პოსტი კარგია!

  2. ana says:

    “მრცხვენია რომ ერთხელ ჩემ კლასელებს ავყევი იმ ბავშვის დაცინვაში, რომელიც უკანა მერხზე იჯდა და ცუდად სწავლობდა” -ასეთი სირცხვილები მარად დაუვიწყარია მგონი
    მრცხვენია, რომ მე ახალგაზრდა ვარ და სხვები მოხუცები” 🙂

  3. chankotadze says:

    მეც ვგეგმავ ბევრი რამის სწავლას და გაკეთებას, მაგრამ აქამდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა…

    ^^

  4. lana says:

    “აქამდე”ზე ნუ იღელვებ,არაფერი შეიცვლება,ძალიან ბევრი დრო გაქვს კიდევ,ასე რომ….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s