wtf?

უმწეობა _ განცდა რომლიც ჩვენ ქვეყანაში თანდათან უფრო მეტ ადამიანს ეუფლება


სასოწარკვეთილება, შიში, სირცხვილი, უხერხულობა და საშინელი უმწეობა _ ასეთი რამეების დავიწყება შეუძლებელია, თუ მის შემჩნევას ერთხელ მაინც მოახერხებ. მართლა რაღაც დანასავით გიწყებს გულგვამის სერვას. ადამიანის სხეულში გული ყველაზე ძლიერი კუნთია, მაგრამ ამ ,,რაღაცას” ფოლადიც ვერ გაუძლებს.
ლევან ქარქუსაშვილი გუშინ ვნახე. პარლამენტთან დექსუსის მოტყუებული ბინათმოსარგებლეების საპროტესტო აქციაზე, ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა , აი ამ კაცს უნდა ჟურნალისტებმა რომ ჩაწერონო. შარვლის ტოტი აეკაპიწებინა და იქიდან საშინელი პირღია იარა უჩანდა. აღმოჩნდა, ის კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში ცხოვრობს. როგორც თვითონ ყვება, ათიოდე წლის წინ შემთხვევით მიიღო ტრამვა, რომელსაც მაშინ ექიმებმა ყურდღება არ მიაქციეს, არასწორი დიაგნოზი დასვეს და გახეთქილი ვენა წითელ ქარებს დააბრალეს. შემდეგ დაგროვილი სისხლი დალპა (არ ვიცი, შეიძლება სამედიცინო კუთხით ზედმეტად არაადეკვატურად ვხსნი, მაგრამ ამას ახლა მართლა რა მნიშვნელობა აქვს) და ბოლოს ის საშინელი წყლული გაჩნდა, რომლის ახლო ხედით გადაღებისას თვალები დავხუჭე და, რა თქმა უნდა, მონტაჟის დროს ამოვჭერი.
ეს კაცი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევაც აქვს კომპანია ალფაში, მაგრამ საავადმყოფოში არ აწვენენ, ამაზე არ ჭრის შენი ,,პოლუსიო”. კასპში თბილისიდან პარასკეობით ჩასულ ექიმს, თეორიულად, ლევანის დახმარება შეუძლია, თუმცა ლევანის ექიმის და წამლების ფული არ აქვს. სოფლიდან კასპში, სავადმყოფომდე ჩასასვლელადაც ცალკე ფული ჭირდება. თბილისში ლევანი იმ იმედით ჩამოვიდა რომ სახალხო დამცველს ვნახავ და რამეს დამეხმარებაო. დამცველის ოფისიც რომ მაჩაბლიდან გადატანილი დახვდა, დექსუსის საწინააღმდეგო აქციაზე შემოიარა, რომ ეგებ ჟურნალისტები მაინც დაინტერესებულიყვენ მისი ამბით.


ჩაწერილი კადრები დღეს დავამონტაჟე და სული შემეხუთა _ მონტაჟის დროს ვიდეოში ისეთ რამეებს ხედავ, რასაც რეალურ ცხოვრებაში ყურადღებას არ აქცევ ან ვერ ამჩნევ. ერთი კადრი ყველაზე მეტყველი იყო _ ამ კაცის გამომეტყველება სანამ საუბარს დაიწყებდეს _ ეს ერთერთი ყველაზე საშინელი და აუტანელი რამე იყო რაც მინახავს. მთელი დღეა თავს ვერ ვაღწევ. თან მრცხვენია საკუთარი თავის გამო_ არ ვიცი რა ვქნა. რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ადამიანმა _ ქუჩაში გავარდეს და პარლამენტს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინოს? ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო გადაწვას? უბრალოდ, ჩვენი მთავრობის უპასუხისმგებლო პოლიტიკას, კაპიტალისტურ ეკონომიკას, ადამიანის გასაგნებასა და ,,ლოთის ადგილი წუმპეშიას” აგინოს ხმამაღლა თუ რა ქნას _ ან რომელი ამათგანია სინამდვილეში შედეგიანი, რომელიმეს გაკეთება რომ მართლა შემეძლოს? მეც უმწეობა მიპყრობს _ უბრალოდ ჩემთვის ვზივარ და მთელი დღეა ვიგრუზები.
დიდი ხანია ამას ვგრძნობ და ვხედავ. ჩემ ირგვლივ ეს უმწეობა და დაუცველობა ტენდენციად იქცა. შარშან ზამთარში იყო, პირველად რომ აღმოვაჩინე რა სახეები ქონდათ ბავშვებს ,,მარშუტკაში”. ტურტლიან ხავერდგადაკრულ სკამებზე 2 ახალგაზრდა დედა იჯდა, დათრგუნული და ზრუნვით დაღლილი სახეებით. ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ, 2 წელზე მეტის არცერთი არ იქნებოდა. რაღაც ტრაგიკული გამომეტყველება ქონდათ. შეწუხებული, შეჭმუხნული წარბები, მოკუმული ტუჩები, გაფართოებული თვალის გუგები და თავიანთი დედებივით დამფრთხალები იყურებოდნენ. რაც დრო გადის უფრო მეტ ასეთ სახეს ვხედავ ჩემ გარშემო. ყვითელ ავტობუსებში შეტენილი ადამიანები კონტროლიორებს ზიზღით და გაუცხოებით უყურებენ, როგორც იმ მტრული სისტემის წარმომადგენლებს, ისინი რომ ამ დღეში ჩაყარა. ადამიანები უბრალოდ ისეთი დაღლილები არიან რომ ღიმილი აღარ შეუძლიათ. ახალ-ახალი ეკონომიკური რეფორმები და ჩინოვნიკების უსასრულოდ გაფართოებადი ბიზნესები დღითიდრე ამძიმებს ამ ქვეყანაში რიგითი ადამიანების ყოფას. ეს არის მასობრივი გაღატაკება. მარტო მასობრივი კი არა, მიზანმიმართულიც _ საკუთარი ბიზნესების გაფართოებით ჩინოვნიკები ისედაც მკვდარი ეკონომიკის პიობებში უკანასკნელ ლუკმას ართმევენ რიგით მოქალაქეებს თავიანთი კანონებითა და დადგენილებებით უკრძალავენ როგორც ეკონომიკურ (გარევაჭრობის აკრძალვა, მცირე ბიზნესის შევიწროება, რიგითი მოკვდავებისთვის მიუღწეველი ნებართვების დაწესება), ისე პოლიტიკურ აქტივობას (დეკემბრის თვეში მიღებული კანონები ავიღოთ)და ამ სიგიჟეს ბოლო არ უჩანს.
ამ სიტუაციაში სიცოცხლის ნახშირბადოვანი ფორმების იმ შემთხვევას, რომელსაც ადამიანი ეწოდება და რომელსაც საკუთარი არსის განსახორციელებლად ადამიანის იდეის აღიარება, დაფასება და უპირობო პატივისცემა სჭირდება, ისღა რჩება, ტანჯვასა და დამცირებას შეეგუოს და საკუთარი ბიოლოგიური არსებობის შენარჩუნებისთვის წელებზე ფეხს იდგამდეს. თუმცა ასეთი არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ყვითელი ავტობუსები და უმწეობა


არ ვიცი, რა ჯანდაბად მჭირდება სახელმწიფო თუ მოხუც ბაბუას ფეხს არავინ უხვევს უფულოდ, თუ ადამიანის ღირებულება ლარის ექვივალენებში იზომება, თუ სოციალურად დაუცველ ადამიანებს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება აღარ ექნებათ იმიტომ, რომ დაუცველები არიან. მართლა რას მიკეთებს ეს სახელმწიფო სტუქტურები… ან ეს ,,ინტელექტუალები” რას გულისხმობენ ხმამაღალი განცხადებებით რომ გამოდიან, ქართული სახელმწიფო შედგაო. რომელი სახელმწიფო შედგა, სად და რა ტერიტორიაზე _ ავლაბრის რეზიდენციასთან თუ იუსტიციის შუშის სამინისტროს შიგნით ეტევა ეს სახელმწიფო. ვინ არიან მისი მოქალაქეები?

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to wtf?

  1. geoaria says:

    დღეს ვუყურე ამ ვიდეოს,ახლა ეს წავიკითხე და ძალიან ცუდად ვარ : (

  2. Nino says:

    :((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((

  3. prodigycow says:

    და ახლა წარმოვიდგინოთ, რომ რეალურად ნახევარი ქვეყანა ლევან ქარქუსაშვილია.
    ანი შენ ამ ადამიანს უკვე დაეხმარე რითიც შეგეძლო.
    მაგრამ, ზოგადად, ძნელია თბილად სახლში მჯდომმა ადამიანმა ასეთ დროს თავი დამნაშავედ არ იგრძნო.

  4. Katiée says:

    არ მიყურებია ვიდეოსთვის, წავიკითხე მხოლოდ. აღარ დამეძინება და ხვალ ღონისძიებას ჩავშლი. ეგოისტურად ავარიდებ თვალს.

    იქნებ ამ ერთ ადამიანს მაინც ვუშველოთ, კიდევ ბევრი დარჩება, მაგრამ რაღაცაში მივეხმაროთ. ფული შევუგროვოთ, ერთი თვე რამე ფუფუნება, ან კაფეში რამდენჯერმე დაჯდომა მოვიკლოთ. მართლა😐

    თუ გაქვთ საკონტაქტო ამ კაცის, გაუკეთეთ პატარა ორგანიზება. არ მეცოდებიან ბავშვები, ბევრი დრო აქვთ წინ, მთავარია გადარჩნენ, შანსი კიდევ ექნებათ. და მძულს ყველა, ვისაც მოხუცი არ ეცოდება, მოხუცი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებს ასე ატარებს და მერე ინტელექტუალი თუ ტინგიცა ფეისები გამოვლენ და დაწერენ ფეისბუქზე, მაგათ სახელმწიფო ისედაც ეხმარებაო😦

    ერთი ჭიქა ყავის ფული გავიმეტოთ .. ადვილია ძალიან.

  5. chankotadze says:

    კი, საკონტაქტო ინფორმაცია მაქვს _ ამისი მეზობლის ტელეფონის ნომერი. სახალხო დამცველს გაუგზავნა უკვე ჩემმა მეგობარმა იქნება მან გადაამისამართოს სადმე. ძალიან საცოდაობაა და უამრავი ადამიანია ასეთ დღეში :შ

  6. chankotadze says:

    მართლა ნახევარი ქვეყანა ქარქუსაშვილია, და მეორე ნახევარი ნელნელა ხდება….

  7. orange says:

    გული დამეწვა, თუ როგორც იტყვიან ხოლმე… მაგრამ ჩემი გულისდაწვა საქმეს არ უშველის, რეალური ქმედებაა საჭირო და ნეტა რა შემიძლია გავაკეთო, რომ დავეხმარო ასეთ ადამიანებს?😦

  8. kisoki says:

    😦 რა საშინელებაა:/

  9. KAKHA13 says:

    Reblogged this on Kakha Giorgashvli's Blog and commented:
    მართლაც WTF?

  10. KAKHA13 says:

    ყვითელ ავტობუსში როა გადაღებული ფეხსაცმელზე, რატომაა მასე იცით? იმიტმ, ეგენი მეგრული წვეტასებია და ცივ იარაღად ითვლება. პატრულმა დაიჭირა და როარდაეჯარიმებინათ ამიტომ წვერები დააჭრეს. :დ

    რაც ზემოთ მოცემულ ტექსტ/ვიდეოს შეეხება ეგ დღევანდელი რეალობა…

  11. Anonymous says:

    იქნებ მომწეროთ ამ ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია

  12. chankotadze says:

    სად მოგწეროთ? ფეისბუქზე მომძებნეთ ani chankotadze-თი (ბმული დევს ბლოგზეც, ცოტა ზემოთ), ან მეილზე მომწერეთ chankotadze@gmail.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s