გვეხება!

დღეს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტთან ყოველწლიური ანგარიში უნდა წარედგინა. თუმცა, ანგარიშის ნაცვლად პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნა თავისი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.
როგორც წესი, წლიური ანგარიში გასული წლის შეჯამებას გულისხმობს, სადაც აქცენტი უნდა გაკეთდეს რამდენად შესრულდა წლიური გეგმა, თუ არ შესრულდა, სახელდობრ, რა პუნქტებში, რატომ და ა.შ. _ ერთი სიტყვით, პრეზიდენტი პარლამენტს ანგარიშს აბარებს. ამის მაგივრად მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში იმაზე ისაუბრა, როგორ გააბრწყინებს საქართველოს ნაციონალური მოძრაობა 2013 წლამდე. მერე, არ ვიცი ექსპრომტად თუ დაგეგმლი ქონდა, ეროვნული საირიგაციო სისტემის შექმნა გამოაცხადა და უახლოესი სამი კვირის მანძილზე გლეხებისთვის ტრაქტორების ყიდვის პირობაც დადო.
საპარლამენტო ,,ოპოზიციაც” დიდი ვნებით ჩაება ამ მასკარადში _ იქით ცაგარეიშვილმა ფოტოები აფრიალა, აქეთ ჯონდიმ სპექტაკლი დადგა და მთავრობის სეკულარიზმი გააპიარა _ ერთი სიტყვით, ,,ფერი ფერსა მადლი ღმერთსა” იყო (ამ ბავშვუვრ უპასუხისმგებლო ანცობის და მასკარადისგან მხოლოდ ერთადერთი ქალი მომხსენებლის გამოსვლა განსხვავდებოდა).
მოკლედ, ეს ოპოზიცია-პოზიციის ერთად დაგეგმილი ნაციონალების პიარი შუაგულ პარლამენტში ისე მიმდინარეობს, რომ გეგონება ამავე პარლამენტში 28 დეკემბერს დაჩქარებული წესით არ მიეღოთ კანონი,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”. ეს კანონი:
1) ზღუდავს პოლიტიკურ უფლებებს, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებას! ანუ, თუ შენ რომელიმე პარტიაში ხარ, ან რომელიმე პარტია, პოლიტიკოსი ან პოლიტიკური იდეოლოგია მოგწონს და ამას აფიქსირებ, შენზე შესაძლოა განხორციელდეს სანქციები.
2) კონტროლის პალატას წარმოუდგენელ ძალაუფლებას ანიჭებს (როგორიც სხვა არცერთ სტრუქტურას არ გააჩნია) _ სასამართლოს ნებართის გარეშე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ აკონტროლოს, ან სულაც, ყადაღა დააადოს ორგანიზაციისა თუ პირის ქონებას.
3)ხსენებული სანქციები ვრცელდება ნებისმიერ ორგანიზაციაზე და ადამიანზე, თუ კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ ეს პირი ,,არაპირდაპირ კავშირშია” პოლიტიკურ პარტიასთა.კანონი არ მოიცავს განმარტებას, რას ნიშნავს ,,არაპირდაპირ კავშირში ” მყოფი პირი.
4) თუ მოქალაქე თუნდაც უმნიშვნელო, სიმბოლურ დახმარებას მიიღბს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისგან, მოქალაქეს ელის თავისუფლების აღკვეთა 3 წლით! _ იმიტომ, რომ მოქალაქისთვის პოლიტიკოსის ან პარტიის მხრიდან რაიმეს გაღება ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება (და გასაოცარი ლოგიკით, თავად ამ ამომრჩეველს აპატიმრეენ _ როგორც ჩანს, ქრთამის ახალ სახეობად მიიჩნიეს ასეთი დახმარება).
ამ დროს ნაციონალურ მაუწყელებზე ყოველდღე ტრიალებს ,,სოციალურ რეკლამებად” გასაღებული პრეზიდენტის ფონდის პროექტების რეკლამები, მაგალითად, 20 ლარიანი ვაუჩერების შესახებ და ა.შ.
ამ კანონის მიზანი სინამდვილეში მოსახლეობის დაშინება და ,,გაუვნებელყოფაა”. მთავრობას ესმის რომ უმწვავესი სოციალური ფონი სახალხო უკმაყოფილებისა და ამბოხებების დონის პირდაპირპროპორციულია (პრეზიდენტმაც კი, რომელის მთავრობაც ლიბერალურ რეფორმებთან მონაცვლეობით ატარებს ულოგიკო ავტორიტარულ-კლანურ პოლიტიკას, დღეს ,,გასაბრწყინებელ საქართველოში” სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი დახატა). ეს კანონი მცდელობაა მოქმედების საშუალება მოესპოთ ოპოზიციურ პარტიებსა და მოქალაქეებს. არადა, პოლიტიკური აქტივობის, პოლიტიკოსებისა და მათი პროგრამების მხარდაჭერის თუ მათში გაერთიანების უფლება ადამიანის ისეთი უფლებაა, რომელიც დანარჩენი უფლებების რეალიზების გარანტი უნდა გახდეს. ამ უფლების წართმევით ჩვენ გვართმევენ საშუალებას თითონ გადავწყვიტოთ რა გვინდა და როგორ.
პოლიტიკა ბინძური საქმე არაა რომელთან კავშირიც სახიფათოა და კონტროლის პალატამ უნდა აკონტროლოს _ პოლიტიკა ცხოვრების უკეთესად ფორმირების უფრო სამართლიანი გარემოს შექმნის საშუალებაა და ყველა მოქალქეს უფლება (და მოვალეობაც კი) გვაქვს ,,პირდაპირ” და ,,ირიბ” კავშირში ვიყოთ პოლიტიკასთან და გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკური პროცესების ფორმირებაზე, ანუ საკუთარ ცხოვრებაზე.

ეს შენ გეხება ფეისბუქზე

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s