სამზარეულოსა და სერიალების სიმყუდროვიდან ბნელი ჰოლების ლაგებამდე

1910 წელს გერმანელი სოციალისტი ქალის, კლარა ცეტკინის ინიციატივით სოციალისტურმა ინტერნაციონალმა კოპენჰაგენის შეხვედრაზე 8 მარტი ქალთა დღედ გამოაცხადა . მანამდე, შრომითი უფლებების გაუმჯობესებისა და საარჩევნო ხმის უფლების მოთხოვნით გამართული არაერთი სარვამარტო ქალთა დემონსტრაცია დაურბევია პოლიციას.
მე მინდა 8 მარტი მივულოცო მშრომელ ქალებს, რომელთაც ხელფასი საკვებსა და კომუნალურებზეც არ ყოფნით, რომლებიც დღეში 10-12 საათს მუშაობენ და 5-6 საათი ძინავთ, რომელთაც არ აქვთ არცერთი ელეგანტური კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მარგალიტის მძივი, რომლებიც თვალებს იაფფასიანი შავი ფანქრით იღებავენ, არ დადიან სალონებში და კურორტებზე, თეატრში და პოეზიის საღამოებზე, რომლებიც საღამოობით, თუკი ცალიათ, ლათინურ სერიალებს უყურებენ და მაშინ ერთობიან, როცა მეზობლებთან ერთდ სვამენ ყავას.
რა თქმა უნდა, ისინი ამ მილოცვას არ წაიკითხავენ, იმიტომ რომ არ კითხულობენ ბლოგებს, არ სარგებლობენ ინტერნეტით და არ აქვთ კომპიუტერი, მაგრამ რომც წაეკითხათ, 8 მარტი მილოცვების დღე არცაა _ აქტიური ბრძოლის დღეა. თუმცა საქართველოს კონტექსტში ნებისმიერი უფლებისთვის ბრძოლა უშედეგოა, სანამ პრაქტიკულ დონეზე არ დავიცავთ სიცოცხლის ხელშეუხებლობის უფლებას!

ლაბორატორის აქცია, სოსო ქიმერიძე, პოლიცია

ლაბორატორია 1918-ის საპროტესტო აქცია ხაშურის პოლიციის შენობასთან



PS
ასეთუ ვულგარული შემთხვევები უბრალოდ, სისტემური პარადოქსია. ზოგადად, ეკონომიკური, სოციალური უფლებებისათვის ბრძოლა საბოლოოდ ისედაც დადის სიცოცხლისა და შინაარსიანი არსებობის უფლებისათვის ბრძოლაზე.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s