ნამდვილი სამოქალაქო სოლიდარობა ანუ რატომ უფასო განათლება

რაც უნდა დამაინტრიგებლად, უცნაურად და უტოპიურად ჟღერდეს, ლაბორატორია 1918-ის მთავარი მოთხოვნა უფასო განათლებაა. ეს იყო ჩვენი მთავარი ლოზუნგი სამოქალაქო სოლიდარობის აქციაზეც. იქიდან გამომდინარე, რომ განათლება ადამიანის უფლებაა, მისი რეალიზების საშუალებაც უნდა არსებობდეს. არ შეიძლება უფლების რეალიზება მდიდრებს მეტად შეეძლოთ ვიდრე ღარიბებს. თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის საჭირო გარემოს შექმნას და მხოლოდ პასიურად აღიარებს ამ უფლების აბსტრაქტულად არსებობას, ესეიგი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და რაღაცების შეცვლაა საჭირო.
სტუდენტებს სტატუსი იმის გამო შეუჩერდათ, რომ სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლეს_ თუ გინდა ისწავლო , მაშინ უნდა გადაიხადო კიდეც. თუ შესაბამისი თანხა არ გაქვს, მაშინ, ბოდიში, მაგრამ იაფი მუშახელიც საჭიროა! _ ასეთია სახელმწიფოს პოზიცია. ჩვენ ცოდნას ისე გვყიდიან, როგორც საშობაო ინდაურს, ოღონდ იმ სხვაობით რომ ამ ,,პროდუქტშიც” გვატყუებენ და განათლების კი არა პროფესიული სასწავლებლების დონის ცოდნის გამოტანაც ჭირს უმაღლესი სასწავლებლებიდან.
,,სწავლა უფლებაა და არა პრივილეგია” – რამდენიმე წლის წინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ დაწერილი ამ ლოზუნგით ჯერ კიდე აჭრელებულია ქალაქის ქუჩები. ერთერთი ჩვენი გუშინდელი პლაკატი და მთელი აქცის სულისკვეთებაც ეს იყო _ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 70% თავს უმუშევრად თვლის (NDI-ის ბოლო მონაცემები) 2250 ლარი სწავლის საფასური არაადეკვატურად მაღალია. განათლებისადმი ასეთ პოლიტიკას, როცა სახელმწიფოს არცერთი ზედმეტი თეთრის დახარჯვა განათლებისთვის არ უნდა, სამაგიეროდ გეგმიური ბიუჯეტის მიღმა დამატებითი მილიონებით ამარაგებს ძალოვან სტრუქტურებს, ქვეყანა კლასობრივი განსხვავების გამწვავებისა და სიღარიბის ზრდისკენ მიყავს. ხელმიუწვდომელი განათლება ხელს უშლის მობილობას, ელიტებს შეუღწევადს ხდის და იწვევს ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბებას და მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებას. ასეთ პირობებში ცხადია ყოველგვარი სოციალური ბოროტება მრავლდება და დანაშაული და კრიმინალი ისე იმატებს, როგორც სოკოები მრავლდებიან წვიმის შემდეგ.

ხელმისწვდომი განათლება ერთგვარი მედიატორია მაღალ და დაბალ სოციალურ ფენებს შორის, რომლის მეშვეობითაც დაბალი და საშუალო ფენის წარმოადგენლებს ელიტებში შეღწევა შეუძლიათ, და ელიტებსაც სასიცოცხლოდ ჭირდებათ ახალი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც თავიანთ უნარებს ამ სისტემას მოახმარენ და არა მასთან ბრძოლას. აქედან გამომდინარე, ხელმისაწვდომი განათლება სტაბილურობას უწყობს ხელს _ ასეთი მოდელი თანდათანობით პროგრესსა და საზოგადოებრივი სიკეთის ზრდასაც გულისხმობს, მაგრამ უფრო მეტად სისტემის ინტერესებს, ანუ საგანთა წყობის ძირითადად არსებული ფორმით შენარჩუნებას ემსახურება და არა ზოგადად ხალხის ინტერესს.
ხალხის ინტერესი საგნების წყობის გადასინჯვა და შეცვლაა. მოსახლეობის უმრავლესობა წაგებულია თამაშის არსებული წესებით და პოზიციების გადანაწილებით _ მათი არსებობისთის საჭირო რესურსები უკვე თავმოყრილია ვიღაცის ხელში და ადამიანებს ამ რესურსების გამოსათხოვად და ვიტალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მთელი თავიანთი ადამიანური რესურსების, დროისა და ენერგიის გაღება უწევთ. სახელმწიფოს კი ყავს პოლიცია, რომელიც ამ ,,ვიღაცების” ქონებას იცავს ხალხისგან. ბუნებრივია ასეთ დროს ხელმისაწვდომი განათლება იმაზე მეტად უწყობს ხელს სისტემის შენარჩუნებას, ვიდრე დაბალი ფენების განათლების მიღმა მიტოვება, რაც პირდაპირ რევოლუციისკენ ბიძგება იქნებოდა. სოციოლოგიაში ცნობილი ელიტების წრებრუნვის შესახებ თეორიები საკმაოდ ამართლებენ თავის თავს ამ კუთხით .( იქ, სადაც დაბალი წრის ნიჭიერი ადამიანები სისტემის მხრიდან კედელს ეჯახებიან და სისტემა მატთვის ადგილის დათმობას არ ცდილობს, ისინი ორგანიზებულად იწყებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და საბოლოოდ აუცილებლად ანგრევენ მას, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის უკეთესი სისტემით არ ცვლიან.)
ამიტომაც, ჩვენ არ ვითხოვთ ხელმისაწვდომ განათლებას, რაც უბრალოდ, უნარიანი სტუდენტების წარმატებისა და კარიერული წინსვლის გარანტი იქნებოდა. ჩვენ გვინდა უფასო განათლება რაც საზოგადოების მოწყობის ისეთ მოდელს გულისხმობს, სადაც ცოდნა და განათლება საზოგადოებრივი სიკეთე,, პიროვნული განვითარების საშუალება და ყოველი მოქალაქის ინტერესებისკენ მიმართული იარაღია და არა მაღალანაზღაურებად კადრად ჩამოყალიბების საშუალება არსებული სისტემის შიგნით თბილად მოსაკალათებლად.

This entry was posted in ლაბორატორია 1918 and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to ნამდვილი სამოქალაქო სოლიდარობა ანუ რატომ უფასო განათლება

  1. siyvarulovna says:

    მე არ ვთვლი რომ უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო : ) საჭიროა იყოს ხელმისაწვდომი : )

  2. Mr. Nomad says:

    100%-ით გეთანხმები ნათ, ჯერ ერთი იმიტომ რომ უფასო ყველაფერი ცუდი ხარისხისაა. მეორეც იმიტომ რომ ვისაც მეტად უღირს სწავლა მხოლოდ იმან უნდა ისწავლოს🙂

  3. მართლები ხართ, არ უნდა იყოს უფასო სწავლა, და არც ღირს ამაზე დავა, სხვა პრობლემაც ბევრია სამწუხაროდ😦

  4. მორდეხაი says:

    ადამიანის უფლება მოგზაურობაც როა, რა ქნას სახელმწიფომ, ყველა ის ადამიანი, ვისაც მოგზაურობა სურს, ამისათვის დააფინანსოს?
    გთხოვთ შეკითხვა მიიღოთ უბრალოდ შეკითხვათ, და არა პროვოკაციად.

  5. 1500 ლარი სავსებით ნორმალური თანხა იყო. 2250 ლარის შესაბამისს უბრალოდ არაფერს გვასწავლიან.

  6. knuti says:

    არ ვეთანხმები უფასო განათლების იდეას -.-

  7. chankotadze says:

    უფასო განათლება სისტემური მოვლენაა, ამ სისტემაში, სადაც ტოპმენეჯერს უბრალო მუშაზე 10-ჯერ და100-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ბუნებრივია უფასო განათლება წარმოუდგენელიც კია და ადამიანებს გაგებაც უჭირთ, რაზეა საუბარი. მაგრამ მარტო უფასო განათლების შემთხვევაში შეიძლება განათლების უფლების რეალიზება და ნამდვილი თანასწორობის მიღწევა სინამდვილეში. თუ განათლება უფასო იქნება ყველას ერთნაირი ხელმისაწვდომობა ექნება მასზე და ეკონომიკური ფაქტორი მთლიანად გამოირიცხება. მაგრამ განათლება უფასო ვერ გახდება ვერასდროს საზოგადოებაში, სადაც ცოდნა მხოლოდ ფულის შოვნის საშუალებაა.

    თუ განათლებას საზოგადოებრივ სიკეთედ განვიხილავთ მაშინ გაუგებარი ხდება მისი სავაჭრო პროდუქტად ქცევა. განათლების უფასოობა გულისხმობს რომ ის არც ,,გასაყიდი” არ იქნება, როგორც დღესაა და ადამიანები ერთმანეთის საჭიროებების მიხედვით დაეხმარებიან ერთმანეთს და არა ეკონომიკური ბერკეტების გამო. მესმის, რომ ზალიან უცნაურად და გაუგებრად ჟღერს და საბჭოთა კავშირის ასოციაციას ქმნის, მაგრამ არსებითი ცვლილება მარტო ესაა _ ხელმისაწვდომი განათლება ვერ შეცვლის სისტემის შიგნით ძალთა გადანაწილების პრინციპს და ვერც იმ უსამართლობას აღმოფხვის რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებიან ადამიანები.

  8. chankotadze says:

    მორდეხაი

    ცალკე ,,მოგზაურობის” უფლება დეკლარირებულად არ არსებობს, მაგრამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ სრულფასოვანი ცხოვრების უფლება რაც ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოგზაურობაც, რესტორანში სიარულიც, თეატრში წასვლაც და ნებისმიერი რამის კეთება საერთოდ, რასაც ისინი თავიანთი ცხოვრებისთვის საჭიროდ მიიჩნევენ. და სახელმწიფო ნამდვილად არი ვალდებული შექმნას პირობები, რომ ადამიანებმა შეძლონ სრულფასოვანი ცხოვრება. ეს არ ნიშნავს რო უფასო საგზურები დაარიგოს ვინმემ, მაგრამ თუ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა ვერ ახერხებს ისეთი მდგომარეობის მიღწევას, რომ ადამიანებმა საგზურები იყიდონ (ადამიანებმა, და არა მარტო მდიდარმა ადამიანებმა), ან ამ ინსტიტუტების ცუდადმუშაობაშია საქმე და ან საერთოდ სახელმწიფოს მართვის არსებული მოდელები არ მუშაობს ესეიგი.

  9. Mr. Nomad says:

    ავტორო, მგონი განათლების უფლება არასწორად გესმის🙂

  10. Mr. Nomad says:

    და ზედმეტად იდეალისტი ხარ🙂 რაც არ უნდა იძახო, დღეს კონკურენცია ყველა სფეროს მოიცავს და ადამიანების მიერ კეთილი ნებით ერთმანეთის დახმარება, არც ეგეთი რეალური შესაძლებლობაა🙂

  11. chankotadze says:

    :)) საქმეც მაგაშია )) დღეს, როცა ყელაფერს კონკურენცია მოიცავს ეგ ნამდვილად შეუძლებელია და აბსოლუტურად მესმის. საუვბარი ზუსტად იმაზეა რა პირობებში იქნება ეს შესაძლებელი და საერთდ არი თუ არა შესაძლებელი.

  12. შოთა says:

    მართლაც ძალიან კარგი პოსტია, თუმცა არ ვეთანხმები უფასო განათლებას, არარეალურად მიმაჩნია, რადგან სახელმწიფოს ნამდვილად არ შეუძლია ყველას განათლება დააფინანსოს… და არც უნდა დააფინანსოს, ვინც მდიდარია გადაიხადოს. მაგრამ, ჭეშმარიტად უდავოა, რომ განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმ ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებაზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ ან, საერთოდ არ შეუძლიათ, არსებულ სოციალურ მდგომარეობასთან შედარებით, არაადეკვატურად დიდი თანხის გადახდა. არ შეიძლება ერთნაირად იხდიდეს სწავლის საფასურს ღარიბი და შეძლებული ადამიანი.
    ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია, მაგრამ შეუძლია უფრო ბევრის გაკეთება, პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს. სამწუხაროდ, მიშა მხოლოდ ახლა “მიხვდა” თუ რამდენად გვიჭირს სწავლის დაფინასება, ახლა “მიხვდა” რადგან არჩევნები მოახლოვდა… და კაცმა არ იცის არჩევნებში რომ გაიმარჯვოს (ვაიმე, დედა!) რა ბედი ეწევა “განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამას”, ალბათ, ესეც ისეთივე რეალობად იქცევა, როგორც _ “საქართველო სიღარიბის გარეშე”.
    მე ჭეშმარიტად ვეთანხმები “სწავლა უფლებაა და არა პრივილეგია”, ვაფასებ და მხარს ვუჭერ “ლაბორატორია 1918” -ის პროტესტს არსებული განათლების სისტემის წინააღმდეგ, მხარს გიჭერთ მხოლოდ მორალურად, რადგან ახლა ფიზიკურად არ შემიძლია თქვენს გვერდით ვიდგე.
    იმედი ვიქონიოთ ცვლილებების და გვწამდეს უკეთესი მომავლის!

  13. შოთა says:

    Mr. Nomad “ვისაც მეტად უღირს სწავლა მხოლოდ იმან უნდა ისწავლოს ” გარკვეულწილად მართალია, მაგრამ ძალიან ზერელე და გულგრილი შეხედულებაა, არაადეკვატური საქართველოს საზოგადოების სოციალურ მდგომარეობასთან შედარებით, ეს შეხედულება შეიძლება სამართლიანად ჩავთვალოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოში ძლიერად განვითარებულ საშუალო ფენას, საქართველოში კი საზოგადოების დიდი ნაწილი ღარიბია, რომლებსაც შეიძლება მნიშვნელოვნად უღირს სწავლისთვის ხარჯის გაღება, მაგრამ პრინციპულად არ შეუძლიათ, რადგან საშუალება არ აქვთ. მაშ, ამ ადამიანებმა რა უნდა ქნან, წიხლი უნდა კრას სახელმწიფომ?! განა სახელმწიფო მასში მცხოვრები ადამიანების საკეთილდღეოდ არ შეიქმნა?!

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოსა და ხელი შეუწყოს ადამიანის ფუნდამენტალური, ამავე ორგანიზაციის საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების განხორციელება, რომელთა შორის განათლების უფლებაცაა.

  14. შოთა says:

    შ.გელა “და არც ღირს ამაზე დავა, სხვა პრობლემაც ბევრია სამწუხაროდ” ობიექტურად გაუგებარი და გამაღიზიანებელია ასეთი უსაფუძვლო და “მკიდია” დამოკიდებულება. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეს ფრაზა დაკოპირებული გაქვს ცხოველთა უფლებების დამცველეთა ბლოგებზე დაპოსტილი კომენტარებიდან.

  15. chankotadze says:

    მადლობა შოთა კომენტარებისთვის… უფასო განათლებაზე სენიშვნას ვიზიარებ, ბუნებრივია, რომ ეს შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე, მაინც ეს რჩება მთავარ მოთხოვნად და იდეალად.

  16. ვისაც უნდა სხვა განათლება, რომელშიც ფულს გადაიხდის, წავა და სხვაგან ისწავლის

  17. xatia says:

    კომენტარებზე გადავირიე რაა, გერმანიაში სწავლა უფასოა უმაღლეს სასწავლებლებში და თვლით რომ უხარისხოა? რა სასაცილოაა

  18. Anonymous says:

    Mr Nomad ginda tqva rom evropashi ganatleba cudi xarisxisaa radgan ufasoa??!!🙂

  19. Anonymous says:

    asea tu ise boloshi shedegi es gvaqvs dajishden ganatlebuli usisxlo da ugulo sakutar tavze mofiqrali da kanonebis uvici shemqmnelebi simartlis daucveli da damnashavis dausjeli da ravici kide ra chamotvlis ra miviget am ganatlebili xalxis shemoqmedebidan rac chans realoba esaa ver vxdebi romel umaglessshi iswavles sxvisi dalnineba da tundac nikvla chumad rom mati dideba da agiareba moipovon arian udiplomo tvit ganatlebuli adamianebi romelic bevr diplomian ( cxovels ) jobia rad gindat yidulobt ganatlebas tu ar gamoiyenebt xalxisa da eris sasiketot da ufulod migebul ganatlebashi shedzleba kargi shedegic mivigot sheicvalosda saxemwifos sistema shemosavlis wyari mxolod ganatlebashi ar unda iyos xalxma unda icodes rom fulis shovna udiplomodac sheidzleba da mashin naxavt shedegs realurs saswavleblebi xvewnas daiwyeben modit da iswavleto fasic da xarisxic mashin iqneba axla rasac iq swavloben magaze uketes codnas yoveldge quchash rom akvirdes chkviani da qagaldze gadaitanos xalxis realoba naxet tvit ganatleba saqartvelos ertma milionma moqalaqem chvenit viswavlet kompiuteri da erti ucxo ena rom dagvchirda da aes diplomianebsac gavuswarit fulis shovnashi da azrovnebashic praqtika da didi gamocdileba es aklia chven ganatlebul xalxs amitomaa rom ver martaven saxemwifos dgevandeli fulit ganatlebulebi ……

  20. shuffle says:

    2250 ძაან მაღალია? თუიცით რომ საქართველოში განათლების მისაღებად გადასახდელი თანხა ყველაზე დაბალია მსოფლიოში? აბა სხვა ქვეყნებს გადახედეთ ))) არააა აუცილებელი ყველა პროფესორი და დოქტორი გამოვიდეს და ყველამ დაამთავროს უმაღლესი სასწავლებელი.. თუმცა კი ჩვენს მშობლების უმრავლესობას ეს სისხლში აქვს გამჯდარი და ტრაგედია იქნება მისმა შვილმა დიპლომი თუარა აიღო… სად ჩავრჩით რაა აზროვნებაა ეს ((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s