მთელი მილიონი ანუ ამერიკული ამბავი

თუ სუსტი გულის პატრონი ხართ ნურასდროს წაიკითხავთ ნათანაელ უესტის სარკასტულ ნაწარმოებს ,,მთელი მილიონი ანუ ლემუელ პიტკინის ასო-ასოდ აქნა”. ეს ჭეშმარიტად ერთერთი ყველაზე გულისგამაწვრილებელი, სასტიკი სცენებისა და პასაჟების შემცველი წიგნია დედამიწის ზურგზე და უშფოთველად ვერაფრით მიადევნებთ თვალს რა მოსდის ერთ ,,ნამდვილ ამერიკელ ბიჭს” ყველა ამერიკული იდეალის საწინააღმდეგოდ.

ლემუელ პიკინის ამბავი 30-იანი წლების ამერიკაში ხდება და დიდი დეპრესიის ხანასაც აღწერს. ამ წიგნის მხატვრული ღირებულებით შეიძლება დიდად ვერ მოიხიბლოთ, მაგრამ ავტორის ღვთისნიერი სარკაზმი ერთრამედ ღირს.

უესტი ამერიკული იდიოტიზმის პორნოგრაფიულად აღმწერი სატირიკოსია. თავისი ნაწარმოებებში თანმიმდევრულად ანადგურებს,,ამერიკული ოცნებას”, რომელიც სათანადოდ ამ მიზნით დაწვრილებით შეისწავლა კიდეც ჰორაციო ოლჯერის თხზულებებით. ჰორაციო ოლჯერი XIX საუკუნის ამერიკელი მწერალია, რომლის შემოქმედებაც სამართლიანად ითვლება ,,ამერიკული ოცნების” აკვნად და რომლის მოთხობებშიც პატიოსანი და გულუბყვილო საშუალო კლასის ბეჯითად მშრომელი ამერიკელები მილიონერები ხდებიან. უესტი მთელი მონდომებით განაქიქებს ამ, პრინციპში, ბრიყვულ წარმოდგენას, რომელიც ამერიკული საზოგადოების საყრდენი ბურჯის როლს თამაშობს. ამ წარმატების იმედს, ცრუ ილუზიას, არარასებული მოცემულობის ფანტომს ეფუძნება სინამდვილეში ამერიკის კაპიტალისტური საზოგადოების სტაბილური ყოფა. ასეთი ტყუილის გარეშე კი მისი არსებობა სავსებით წარმოუდგენელი იქნებოდა _ ადამიანები ხბოებივით გულუბყვილოდ აღარ იმუშავებდნენ გროშების ფასად იმ იმედით შეპყრობილები, რომ ერთ დღესაც, თავად აღმოჩნდებოდნენ დიდების მწვერვალზე და რომ ამერიკაში ყველაფერი შესაძლებელია. ეს აძლევს სასიცოცხლო ძალებს სისტემას მაშინაც კი, როცა დიდი დეპრესია მძვინვარებს, როცა უმუშევართა არმია დღითითღე იზრდება და ადამიანები უბრალოდ, შიმშილით იხოცებიან.

ბეტი პრეილი _ ნოველის გმირი ობოლი გოგონა, რომელიც კონკიას იდეალის საპირისპიროდ, თავისი სილამაზისა და სიკეთის მიუხედავად ჯერ საროსკიპოში ხვდება, შემდეგ კი ქუჩის იაფფასიან მეძავად იქცევა

წარმატების მითის დანგრევა ადამიანებს აიძულებდა დაენახა რეალობა, სადაც თამაშის მოგება ნამდვილად შეუძლებელია და, სინამდვილეში, საშუალო კლასსა და ღატაკებს წინსვლისა და წარმატების არანაირი პერსპექტივა არა აქვთ. სულელურია რწმენა, რომ მილიონობით ადამიანში სწორედ შენ მოიგებ ლატარიას, ან ჰამბურგერების ბიზნესით გახდები მილიონერი _ ამის გაცნობიერება კი,,ოცნების” უარყოფას და შედარებით მოკრძალებული, მაგრამ რეალური მიზნების დასახვას ნიშნავს, როგორიცაა არა მილიონერობისთის კერძო და თავიდანვე განწირული ბრძოლა, არამედ საშუალო და დაბალი კლასების ორგანიზებული და ერთობლივი ბრძოლა სოციალური გარანტიებისთის.

ნათანაელ უესტი, სწორედ ამგვარი კეთილშობილური საქმითაა დაკავებული. ის ლემუელ პიტკინის სახით ზუსტად ამერიკული იდეალების შესაფერისს, ,,ნაღდ ამერიკელ ბიჭს” ქმნის _მამაცს, შრომისმოყვარესა და პატიოასან გმირს,რომელიც, სწორედ ამ თისებების გამო, გამდიდრების და წარმატების ნაცვლად თავისუფალი ამერიკის სახელით წამებულად იქცევა _ დაკარგავს ყველაფერს რაც გააცნდა, საკუთარი სხეულის ჩათვლით. სკლაპაძრობილი და ცერათითმოჭრილი, უკბილო, შუშისთვალიანი და ხის ფეხიანი, ჯერ კიდევ ,,ჭაბუკი” ლემუელის ბედნიერებას საბოლოოდ ცხელი ტყვია სრულქმნის და ის შარავანდედმოსილი ეშვება კაპიტალისტურ ნაგავსაყრელზე.

This entry was posted in წიგნები and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to მთელი მილიონი ანუ ამერიკული ამბავი

  1. მცხვარი says:

    გამარჯობა, pdf-ი ხო არ გაქვს ამის?

  2. chankotadze says:

    არა :შ მაგრამ ბეჭდური ვერსია შემიძლია გათხოვო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s