სამამულო კულტურის ტრაგედია ანუ განათლების პრობლემები ,,მათებურად”

  • კაცმა რომ თქვას, საკუთარ თავთან კომპრომისზე არასდროს უნდა არ წახვიდე, თორემ ბოლოს მაინც ინანებ. თუმცა მე, ასეთი ცხოვრებისეული სიბრძნით აღვსილი ინდივიდუმი მსგავს შეცდომას ყოველ ფეხისნაბიჯზე ვუშვებ და დღესაც იგივე გავაკეთე როცა ,,ცხელი შოკოლადის მიერ” უმაღლესი განათლების პროლემების გარშემო ორგანიზებულ დისკუსიაზე გავეშურე.

    დისკუსიაზე მომხსენებლებ იყვნენ თსუ-ს და ილიაუნის ლექტორები _ სანდრო კვიტაშვილი და გიგი თევზაძე და ამავე უნიერსიტეტეის სტუდენტები _ ქეთი მჭედლიშვილი და გიორგი ნონიაშვილი.

    ნუ, ეს იყო საფუძვლიანი და ნელი წამება ჩემთვის, დაახლოებით ისეთი, როგორსაც შუასაუკუნეებში იყენებდნენ მდიდარი ებრაელების გამოსატეხად, სად მალავდნენ თავიანთ ქონებას. იმდენად აღშფოთებული ვიყავი ძვირფასი მომხსენებლების მჭერვმეტყველებით (და მსმენლის უსუსურ მდგომარეობაში აღშფოთება როგორ უნდა გამოხატო თუ არა მსუბუქი ოვაციებითა და სახის მეტყველი მიმიკით :დ), რომ ვიღაც პატივსაცემ მანდილოსანს უხამსადაც კი მოეჩვენა ეს ყველაფერი. _ისეთი სახე გაქვთ, მყუდრებას არღვევთ და ხელს უშლით დისკუსიასო, დაახლოებით ასეთი შინაარსის შენიშვნა მსტყორცნა მან (ნუ, ნაწილობრივ ვაზვიადებ).

    სანამ აღშფოთების მიზეზებს დავაკონკრეტებდე, უნდა აღვნიშნო, რომ ძვირფასი რექტორები მოხსენებაზე გაცილებით სიმპათიურად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ხსენებული ორი სტუდენტი, რომლებსაც იდეაში, სტუდენტური ხედვიდან გამომდინარე უნდა ესაუბრათ განათლების პრობლემებზე. როგორც თითმმართველობის საუბარი და ქმედებებია აცდენილი სტუდენტების ინტერესებს, ზუსტად ასევე იყო სამწუხაროდ დღევანდელი მომხსენებლების შემთხვევშიც, იმის მიუხედავად რომ ორივე აქტიური სტუდენტია, რომელიც ,,რაღაცის” შესაცვლელად იბრძვის.

    მაგრამ ამ ,,რაღაცის” რაობაა ხომ სინამდვილეში მთავარი… ჩვენმა (ანუ, სტუდენტების) წარმომადგენლებმა კი დღევანდელ დისკუსიაზე რექტორებს ლამის სასამართლო გაუმართეს, რატო სტუდენტებს არ ცხრილავთო. ამის გაგონებისას მომინდა თავით კედელს შევსკდომოდი თვალი ვკიდე კიდეც როგორ ჩადიოდა ანალოგიურ ქმედებას ჩემი რამდენიმე მეგობარი ლაბორატორიელი. ნუ, როგორ გინდა თავის დახრჩობა არ მოგინდეს როცა განათლების სისტემის პრობლემებში სფიქერებად შერჩეული სტუდენტები მთავარ პრობლემად იმას განიხილავენ, რომ თურმე უნივერსიტეტის სტუდენტი ზედმეტად ბევრი ადამიანი ხდება _ აი რა ყოფილა ბოროტების სათავე. ამ დროს კი გიგი თევზაძე გამოდის და ამ სტუდენტებს აშკარად შარავანდედმოსილი უხსნის, რომ უმაღლესი განათლება ადამიანების კარიერულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არა მხოლოდ ელიტური ჯგუფებისთვის განკუთვნილი. ესენი კი მაინც ჯიუტად განაგრძნობენ, რომ თურმე სტუდენტები კარგად ვერ აზროვნებენ და უნივერსიტეტიდან უნდა გაყარონ თუ რაღაც ასეთი…

    ნუცა მეტრეველის ფოტო

    უნდა ითქვას, რომ ამ სტუდენტების აზროვნების პრობლემა მეტად მოხერხებულად აიტაცეს რექტორებმა (რექტორებმა რა, გიგიმ ძირითადად და მერე სანდროც აყვა). გიგი თევზაძემ ისაუბრა სოციალიზაციის პერიოდიდან გამოყოლილ პრობლემებზე და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ უმაღლესი განათლების პრობლემები ჩვენთან კულტურით ყოფილა განპირობებული. აქ არც ,,სფიქერი სტუდენტები” დარჩენილან ვალში და აქტიურად აუბეს მხარი განათლების ხარისხის სამამულო მენტალობით ახსნას. მოკლედ, გამომსვლელების საბოლოო შეჯამებით ჭკუათმყოფელი ადამიანი დაასკვნიდა რო პრობლემა ქართველებში ყოფილა და განათლების პრობლმები ძალიან მჭიდრო კორელაციაშია ქართულ კულტურასთან, სუფრასთან, წინაპართა ადათებთან და ა.შ.

    ამ დროს დისკუსია არ შეხებია ისეთ საკითხს, როგორიცაა განათლების მიზერული დაფინანსება. არ მესმის როგორ უნდა ისაუბრო უმღლესი განათლების პრობლემებზე ისე, ეს საკითხი მეტაფიზიკურ-მენტალურ პრობლემაში გაატარო და არ ახსენო, რომ განათლების სისტემა პოლიტიკური საკითხია და მისი პრობლემები თუ ღირსებები იმ პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელთა მიხედვითაც დგინდება სახელმწიფო სტრატეგია განათლების სფეროში. დღეს ხომ ფაქტია, სახელმწიფო განათლებას იმაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ვიდრე რიყეზე გასამართ კონცერტებს. ცხადია, ამაზე საჯარო დისკუსიაზე არ ისაუბრებდნენ რექტორები და ისინი არც არიან განათლების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნის ადრესატები, მაგრამ, უბრალოდ არაადეკვატურია სტუდენტების მხრიდან ამის გვერდის ავლა.

    დისკუსიაზე რექტორები ,,მსუბუქად” კი შეეხენ კვლევითი პროეტების და სამეცნიერო მუშაობის პრობლემურობას, იმას, რომ პრინციპში ქვეყანაში ინტელექტუალური რესურსი უღრესად მწირია სამეცნიერო მუშაობისთვის, მაგრამ საუბარი ცხადია არ ყოფილა თუ რომელი ციდან უნდა ჩამოფრინდნენ ერთ დღესაც არარსებულ სამეცნიერო სკოლებში აღზრდილი ქართველი მეცნიერები. ამის ნაცვლად ბატონმა სანდრომ გულწრფელად აღიარა, რომ მაგარი ფარჩაკები ვართ და ასეც დავრჩებით, რადგან ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა გავჩნდეთ ერთ დღესაც მსოფილო წამყვანი უნივერსიტეტების სიაში.

    მოკლედ, მე თუ მკითხავ, დიდი ნიჭი უნდა ამ პრობლემებზე ისე ისაუბრო რო მათ მიზეზს არ შეეხო და ჩემს გულწრფელ აღფრთოვანებას გამოვთქვამ დისკუსიაზე გამომსვლელებისადმი, განსაკუთრებით კი სტუდენტებისადმი (და სწორედ ამ აღფრთოვანებით ვხსნი რომ დისკუსიაზე მოლომდე დარჩენას ჩემმა გულმა ვერ გაუძლო).მანამდე კი შეგახსენებთ, რომ საქართველოში განათლების დაფინანსებაზე გაღებული მშპ-ს წილი ორჯერ ჩამოუვარდება სხვა, ჩვენი ანალოგიური ეკონომიკური მდგომარეობის მქონდე განვითარებადი ქვეყნების მიერ გაღებულ მშპ-ს წილს და რომ ამ პირობებშიც კი, სახელმწიფოს, სულ მცირე, ორჯერ შეუძლია გაზარდოს განათლების დაფინანსება. ეს კი არ ხდება _ იმიტომ რომ ჩვენ არ ვითხოვთ ამას მთავრობისგან და საშუალებას ვაძლევთ ჩვენი ფული კონცერტებზე, ლაზიკას მშენებლობაზე, ომის დაფინანსებაზე გაფლანგოს და არა კეთილდღეობის ინსტიტუტების შენებაზე. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მიკროფონთან მიღწეული სტუდენტები განათლების კიდევ უფრო ელიტარულად ქცევას ითხოვენ და არა პირიქით. უმრავლესობის ხმა და ინტერესი კი ისევ არსად ჩანს.

  • This entry was posted in ლაბორატორია 1918 and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

    One Response to სამამულო კულტურის ტრაგედია ანუ განათლების პრობლემები ,,მათებურად”

    1. natia121 says:

      ხო მაგრამ არც დაფინანსებაა ძირითადი პრობლემა, უნივერსიტეტში იშვიათად თუ შეხვდები ლექტორს რომელიც მოტივირებულია სტუდენტი ყველა მხირდან ჩართოს სასწავლო პროცესში, მეორეც ძალიან დაბალი ქულებით რომ ეწყობიან ბავშვები და ელემენტარულზე არ აქვთ წარმოდგენა, ხშირად კლავს კონკურენციას და სწავლის ხარისხზე ცუდ გავლენასაც ახდენს. მეც დავესწარი შეხვედრას და გეთანხმები რომ ბევრი რამ სათქმელი არ ითქვა, დროც ცოტა იყო და დროის უმეტესობა თვითმმრთველობაზე არაფრის მომცემ საუბარს დაეთმო, ყველაზე სამუხარო ისაა, რომ ეჭვი არ მეპარება, დღეს დილას ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდებოდა როგორ გუშინდელ საღამომდე გრძელდებოდა, მეც დავსვი ბოლოს კითხა და პრინციპში დახმარება ვთხოვე, მაგრამ არ მგონია საქმეს მსვლელობა მისცეს:/

    Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s