Category Archives: არქივი

ჩანაწერების არქივი

ნუ შეუერთდებით თვითმმართველობის აქციას თსუ-ში 3 საათზე

მეორე დღეა სოციალური ქსელებით გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ პროვოკაცია იგეგმება და ხელისუფლება აქციების დაშლას სპეცრაზმის გამოყენებით აპირებს. ეს ეს ვერსია გარკვეულ დამაჯერებლობას იძენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა ციხეებში პატიმრების სასტიკი წამების კადრების გავრცელებამ საქართველოს ყველა მოქალაქე დაზაფრა და … Continue reading

Posted in ლაბორატორია 1918 | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

ამბავი კანცლერ-უფალთან შეხვედრისა

1) დაიშალოს რეგენტთა საბჭო 2) დააბრუნეთ უნივერსიტეტში გათავისუფლებული ლექტორები 3) ყველა სტუდენტს ქონდეს საგნების თავისუფლად არჩევის საშუალება 4) გადადგეს ანდრო ბარნოვი _ ეს მოთხოვნები წამოაყენეს გუშინ სტუდენტებმა, რომელთა შეშვებაც უნივერსიტეტის დაცვას უნივერსიტეტში ცოცხალი თავით არ სურდა. პირველი კორპუსის შესასვლელთან შეკრებილი … Continue reading

Posted in ლაბორატორია 1918 | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

რეგიონული ქცევის ფუნქცია და რეგიონული ქცევა პოლიტიკის სივრცეში

მასალები ირვინგ გოფმანის 90 წლის იუბილისადმი მიძღნილი კონფერენციიდან ხელმძღვანელი: ამირან ბერძენიშვილი რეგიონული ქცევა ამერიკელი სოციოლოგისა და ანთროპოლოგის, ირვინ გოფმანის (1922-1982) სოციალური დრამატურგიის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის საფუძვლიანი გაანალიზების გარეშეც გოფმანის მიერ სოციალური სისტემის ანალოოგიით შექმნილი მოდელის ღერძული მოცემულობა _ შესრულება, … Continue reading

Posted in სოციოლოგია | დატოვე კომენტარი

ზაფხული ქალაქში

პინგვინთა ნაწილს ჰგონია რომ ზაფხულის მშვენიერებით დატკბობა მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე ან კომფორტულ აგარაკზე შეიძლება. სინამდვილეში კი ზაფხული ქალაქებშიც შლის თავის ფერთა გამასა და ეგზოტიკას _ საკმარისია მისი შემჩნევა შეგეძლოს. ცხადია, როცა ადუღებული ტვინი თხევად მასად გეღვენთება საფეთქლებზე, მაინცდამაინც რაიმეთი ტკბობის … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

სოლიდარობა ქველმოქმედების ნაცვლად

ქველმოქმედება ყბადაღებული თემაა, რომლითაც მორჭმული ადამიანები არიან დაკავებული და ამ შინაარსის ფარგლებში ღატაკ, უბადრუკ და გასაცოდავებულ ადამიანებს გულმოწყალედ ეხმარებიან. ქველმოქმედების მთელი აზრი იმაში გამოიხატება რომ საფეხურებრივად უფრო მაღლა მდგომი ჰომოსაპიენსი დიდსულოვნად ეხმარება თავისზე ,,დაბლა” მდგომ თანამოძმეს _ უბოძებს მას საკუთარი … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პინტას უკანასკნელი მოჰიკანი

მსოფლიოს ბიომრავალფეროვნება უკვე ერთი სახეობით ნაკლებს ითვლის. ორიოდე დღის წინ გალაპაგოსის ეროვნულ პარკში საკუთარ ვოლიერში გარდაცვლილი იპოვეს მარტოხელა ჯორჯი, რომელიც 100 წელზე მეტის იყო და 200 ფუნტამდე იწონიდა. ის თავისი ქვესახეობის (Geochelone nigra abingdoni) უკანასკნელი გალაპაგოსის კუ იყო. გალაპაგოსის კუების … Continue reading

Posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

სამამულო კულტურის ტრაგედია ანუ განათლების პრობლემები ,,მათებურად”

კაცმა რომ თქვას, საკუთარ თავთან კომპრომისზე არასდროს უნდა არ წახვიდე, თორემ ბოლოს მაინც ინანებ. თუმცა მე, ასეთი ცხოვრებისეული სიბრძნით აღვსილი ინდივიდუმი მსგავს შეცდომას ყოველ ფეხისნაბიჯზე ვუშვებ და დღესაც იგივე გავაკეთე როცა ,,ცხელი შოკოლადის მიერ” უმაღლესი განათლების პროლემების გარშემო ორგანიზებულ დისკუსიაზე … Continue reading

Posted in ლაბორატორია 1918 | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

Paint it black

პინგვინთა კუნძულის სტუმარია საინტერესო მწერალი _ ფორე ბალიაშვილი. ასე რომ, შეაფასეთ :)) ცხელა. შუბლზე ოფლის წვეთები ჩამომდის და თვალებისკენ მიცოცავს. სათვალის ყურები საფეთქელთან ჯებირს ქმნის და ოფლი მშვიდად გროვდება ჯებირის გასწვრივ. სათვალეს კანზე მაწებებს და ჩემში ტოვებს როგორც ნაცნობ სხეულს. … Continue reading

Posted in მთავარი, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , | 3 Comments

ტოკიოს სონატა

ისინი სარკინიგზო მაგისტრალის გვერდით, პატარა ნაცრისფერ სახლში ცხოვრობენ, სადაც მატარებლის ყოველ გავლაზე ხმაური და მოძრავი ჩრდილები აღწევს. ცოლი სულ შინაა ყოველდღიურ საზრუნავთია და მორჩილებით მოსილი, ალაგებს, რეცხავს, წმენდს, თავს უვლის და მდუმარებას არ არღვევს, საყიდლებზე დადის, შვილებს ელოდება, კრძალვით შეცქერის … Continue reading

Posted in კინო | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

როგორ იზრდებიან ახალ გვინეაში (მარგარეტ მიდი)

ნაწყვეტი მარგარეტ მიდის წიგნიდან ,,კულტურა და ბავშვობის სამყარო”. ამერიკელმა ანთროპოლოგმა, მარგარეტ მიდმა ეს წიგნი პოლინეზიიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა, სადაც ორი წელი (1925-26 წ) გაატარა ადგილობრივი კულტურების შესწავლაში. ამ თავში მიდს განხილული აქვს კულტურის შინაარსის და პიროვეების მისწრაფებების ურთიერთდამოკიდებულება, პიროვნების ფორმირებაზე … Continue reading

Posted in თარგმანი, მთავარი, სოციოლოგია, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , | 5 Comments