Category Archives: წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია

მერია პიტნის კანფეტებს დაარიგებს

თბილისის მერი, ყოვლად სათნო და კეთილშობილი სახის რაინდი, გიგი უგულავა თბილისის მცხოვრებლებს პიტნის კანფეტებს დაურიგებს. ამის შესახებ განცხადება მერიამ უკვე გააკეთა. პირადად გიგი უგულავამ სამი სამთავრობო არხის მეშვეობით მოსახლეობას უკვე აუწყა რომ ამ ინიციატივით მერიას სურს მცირედით მაინც ,,დაუტკბოს” ცხოვრება … Continue reading

Posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია | Tagged , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ლევან ალექსიძეს თსუ–ს საპატიო ცერბერის წოდება მიენიჭა

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საერთაშორისო სამართლის პირველ ქართველ მეცნიერსა და კონფორმისტ რეტროგრადს, ღრმად პატივცემულ ლევან ალექსიძეს გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ცერბერის წოდება მიენიჭა. ,,აქედან მოუსვით, მაიმუნებო თქვენ” _ ალექსიძის მიერ სტუდენტების მისამართით წარმოთქმული სწორედ … Continue reading

Posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია | Tagged , , , , , , , , , | 5 Comments

ნიკოლას სარკოზიმ ცუდი სიზმარი ნახა (წერო ამბები)

ესესაა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან გამგზავრებისას ბატონ სარკოზის თვითმფრინავში ჩასთვლიმა და უწმინდური ეზმანა. ბატონმა პრეზიდენტმა თურმე გულგახეთქილმა გამოიღვიძა. როგორც სტიუარდესა იხსენებს, მას ოფლი ასხამდა და პულსი გახშირებული ჰქონდა. ,,მას ორი რქა, მუქი კანი და საზარელი თვალები ჰქონდა” _ ყვება ბატონი … Continue reading

Posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი

ნიკუშა მარქსს საყვარელ ადამიანს მიხალკოვის ფილმები ახსენებს

პინგვინეთის სტუმრებო, ჩვენი არაჩვეულებრივი კუნძულის საეჭვო რეპუტაციის განყოფილება ,,წერო ამბები ანუ დეზ(ებიანი)ინფორმაცია”_ ახალ რუბრიკას გთავაზობთ. ამიერიდან თქვენ შეგეძლებათ წეროანკეტებში ამოიკითხოთ სხვადასხვა ცნობილ თუ უცნობ გვამთა გულწრფელი და უგულწრფელესი პასუხები დია საინტერესო კითხვებზე. კუნძულის ადმინისტრაციამ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი რუბრიკა დღეიდან მოყოლებული … Continue reading

Posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

,,ჩვენ ამორალური და მთავრობის მიღწევებისადმი გულგრილი მწერლები გვყავს”

ინფორმაცია 21 მარტს ზაზა ბურჭულაძემ ქუთაისის ოპერის თეატრის სცენიდან სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აუდიტორიას მიმართა შემდეგი სიტყვებით: “ქურდებს _ სიცოცხლე, ბოზებს _ სიკვდილი”. წყარო დეზინფორმაცია: 21 მარტს ქუთაისელი ინტელიგენცია, მართლაც განათლებული და კულტურული საზოგადოება სამართლიანად აღაშფოთა დიდი და პატარა ქართველი მწერლების … Continue reading

Posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი