Category Archives: ნიუმენლენდის ქრონიკები

ფილმის ნახვის ნიუმენლენდური მეთოდი…

ოდესმე რომელიმე თქვენს მეგობრათან ერთად სხვადასხვა ფილმი თუ გინახავთ გაზიარებულ ონლაინ რეჟიმში? თუ ეგ ამბავი აქამდე არ გაგიკეთებიათ, უთუოდ უნდა სინჯოთ – ფრიად თავშესაქცევი ამბავია. ანუ: დაჯდებით სკაიპთან, გახსნით თქვენს საყვარელ მეგობართან საუბრის ფანჯარას (ამასვე აკეტებს თქვენი საყვარელი მეგობარი), შემდეგ … Continue reading

Posted in ნიუმენლენდის ქრონიკები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

ბანანისნამცხვრიანი ეპიზოდი

ჯეიმს სილტმენმა კისერზე კოღოს ნაკბენი მოიფხანა და კომპიუტერის მაგიდაზე ფეხის მკვეთრი დარტყმით გორგოლაჭებიან სკამზე მოთავსებული საკუთარი სხეული სკამიანად გაისროლა უკან. შემდეგ შუა ოთახში სკამიანადვე, ნისლიანი ზმანებასავით ძალიან ნელა დაიწყო ტრიალი. თან თავი სავარძლის საზურგეზე გადაეყრდნო და ჭერს უყურებდა. უფრო სწორად, … Continue reading

Posted in ნიუმენლენდის ქრონიკები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

ნიუმენლენდის ლაჟვარდოვანი ღამეები

ლაჟვარდოვანი ღამეები ისეთ ღამეებს ჰქვია ნიუმენლენდში, ლურჯი მთვარე როცა ამოდის. კაცმა რომ თქვას, ლურჯი არც არი, მოლურჯო-მოიისფროა, მაგრამ ეგრე ეძახიან. ლაჟვარდოვანი ღამეები ფსიქეფანტომებს უყვართ. ლურჯი მთვარისას ყოველთვის გამოფრინდებიან ხოლმე ტყეებიდან და მთელი ნიუმენლენდის ზეცას სერავენ . მთელი ღამე ცეკვავენ ჰაერში … Continue reading

Posted in ნიუმენლენდის ქრონიკები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

ფატიმა ( ქრონიკა #1 )

ნიუმენლენდის ყველა დილა მიყვარს. ისეთი დუნე და უსიცოცხლოც კი, დღეს რომ არის. ჰაერი ბლანტია და ვარდისფერი ჟელესავით დგას ცას და მიწას შორის. ასე 2010 წლის ზაფხული იქნებოდა ეს ვილა რომ შევიძინეთ. შევიძინეთ რა, თიკოს იდეა იყო პანსიონის მოწყობა. გუშინდელი დღესავით … Continue reading

Posted in ნიუმენლენდის ქრონიკები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 10 Comments