Category Archives: სოციოლოგია

რეგიონული ქცევის ფუნქცია და რეგიონული ქცევა პოლიტიკის სივრცეში

მასალები ირვინგ გოფმანის 90 წლის იუბილისადმი მიძღნილი კონფერენციიდან ხელმძღვანელი: ამირან ბერძენიშვილი რეგიონული ქცევა ამერიკელი სოციოლოგისა და ანთროპოლოგის, ირვინ გოფმანის (1922-1982) სოციალური დრამატურგიის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის საფუძვლიანი გაანალიზების გარეშეც გოფმანის მიერ სოციალური სისტემის ანალოოგიით შექმნილი მოდელის ღერძული მოცემულობა _ შესრულება, … Continue reading

Posted in სოციოლოგია | დატოვე კომენტარი

როგორ იზრდებიან ახალ გვინეაში (მარგარეტ მიდი)

ნაწყვეტი მარგარეტ მიდის წიგნიდან ,,კულტურა და ბავშვობის სამყარო”. ამერიკელმა ანთროპოლოგმა, მარგარეტ მიდმა ეს წიგნი პოლინეზიიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა, სადაც ორი წელი (1925-26 წ) გაატარა ადგილობრივი კულტურების შესწავლაში. ამ თავში მიდს განხილული აქვს კულტურის შინაარსის და პიროვეების მისწრაფებების ურთიერთდამოკიდებულება, პიროვნების ფორმირებაზე … Continue reading

Posted in თარგმანი, სოციოლოგია, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

POM Wonderful Presents: ანუ პროპაგანდის ეპოქა

,,1990–იანების დასაწყისში ჰიუსტონის მცხოვრებს, დემეტრიკოს ჯეიმს უოლკერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 16 წლის მოზარდის მკვლელობისთის. ამ დროისთვის თავად დემეტრიკი უკვე 17 წლის იყო და ძალიან უნდოდა ჰქონოდა Nike Air Jordans-ის ბოტასები, რომელსაც რეკლამას ტელევიზიით უკეთებდნენ და რომელიც 125 დოლარი ღირდა. დემეტრიკმა … Continue reading

Posted in კინო, სოციოლოგია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

Silent Scream

,,ჩვენ ვხედავთ რეალობას არა ისეთს, როგორც ის არის, არამედ ისეთს, როგორის დანახვის საშუალებასაც ჩვენ გვაძლევს ჩვენი ენები. ჩვენი ენები კი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებია. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები ჩვენი მეტაფორებია _ ისინი ქმნიან ჩვენი კულტურის შინაარსს”_ წერდა XX-ის მეორე ნახევაარში ნეილ პოსტმენი, … Continue reading

Posted in art, პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

კულტურა და თვითმკვლელობა

10 სექტემბერს მსოფლიომ თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღნიშნა(თურმე!). თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო ასოციაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ რომელ ქვეყანაში რა მოქმედებებით აღნიშნავენ ამ დღეს _ ვინ დემონსტრაციას აწყობს, ვინ სემინარს და ვინ სალონურ–ელიტისტურ საღამოებს. იმ ქვეყნების სიაში, სადაც ეს დღე წელს … Continue reading

Posted in სოციოლოგია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , | 4 Comments

რეჟიმის ახალი ფაზა

ეს სტუდენტთა თვითორგანიზებული ჯგუფის, ლაბორატორია 1918–ის მიერ ორგანიზებული გუშინდელი საპროტესტო აქციის სურათებია, რომელზეც 26 მაისის ღამეს სპეცრაზმის მიერ რუსთაველზე შეკრებილი საპროტესტო აქციის ვანდალური დარბევა გავაპროტესტეთ. დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიტიკის სოციოლოგიაში დავალებად მქონდა გამეანალიზებინა ძალაუფლების ფენომენი, მისი დარეგულირების საშუალებები და … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

ჟირაფისებრკისრიანთა ჯერარშემდგარი ამბავი

ოდესღაც სამყარო ვეშაპების ზურგზე იდგა და მზე მის გარშემო მოძრაობდა. ოდესღაც ღრუბლებში ღმერთები ცხოვრობდნენ და ისინი ხან უსამართლოები იყვნენ, ხან ჭირვეულები, მაგრამ ჩვენ სულ გვქონდა იმედი, რომ შეგვიფარებდნენ ( სანამ გჯერა, რომ შენთვის არსებობს თავშესაფარი, მანამდე გწამს ღმერთისო, თუ არ … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments