Category Archives: ჩემი ფოტოები

ზაფხული ქალაქში

პინგვინთა ნაწილს ჰგონია რომ ზაფხულის მშვენიერებით დატკბობა მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე ან კომფორტულ აგარაკზე შეიძლება. სინამდვილეში კი ზაფხული ქალაქებშიც შლის თავის ფერთა გამასა და ეგზოტიკას _ საკმარისია მისი შემჩნევა შეგეძლოს. ცხადია, როცა ადუღებული ტვინი თხევად მასად გეღვენთება საფეთქლებზე, მაინცდამაინც რაიმეთი ტკბობის … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები | Tagged , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

წვიმიანი დილა დიდუბეში, ,,სტაიანშიკი მარიოდან” და პროლეტარიატის მოკრძალებული ხიბლი

გულმოდგინე ლოკოკინა, პროლეტარიატის მოკრძალებული ხიბლი, ნაწვიმარი გუბეები, ურბანული ზაფხულის საზღვაო მელანქოლია, ,,სტაიანშიკი”, რომელიც მარიოს კაცუნას ჩამოჰგავს, საზამთროთი დატვირთული აფრიანი ნავის ილუზია და გზისპირას გამართული გულისმომკვლელად უმწეო სოფლური დახლი, ანუ ფოტოებში ასახული ზაფხულის ერთი დღის ემოციები.

Posted in ჩემი ფოტოები | Tagged , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პულსი

გამოიღვიძეს გაზაფხულზე ტბებმა თუ არა, საფეხურებთან კორდს სიმწვანემ გადაუარა… (ციუ ჩი. ჩინური პეიზაჟური ლირიკა.VII – X ს.). პინგვინეთის რკინაბეტონოვან ქალაქებში გაზაფხული მხოლოდ ნაპრალებიდან ჟონავს ხოლმე. შეიძლება რომელიმე მოსაწყენი ქუჩის ბოლოს, შარდის სუნით აქოთებულ ქვა–ღორღს შორის უეცდარ ზედ წააწყდეთ აფეთქებულ ნუშს … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

თოვასა და მანდარინის სუნზე

,,ზამთარო, შენი მწარე გემო მახსენებს მოცხარს. გიხსენებ ჩაიდ, ნუშის გულად და მანდარინად…” იოსიფ ბროდსკი თქვენი არ ვიცი და მე ზამთარის მოსვლას პირველად მანდარინის სუნით ვგრძნობ და კიდევ ,,ზამთრის სუნით”. ზამთრის სუნი ცივი ჰაერის სუნია. გნებავთ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ მე თავს … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , | 10 Comments

შიშინი…

,,ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყინულოვან წყალში იძირებოდა. არადა, სიმშვიდეს ჩქამიც არ არღვევდა. სამყაროს რამდენიმე სანტიმეტრი სიცარიელე აშორებდა და ეს სიცარიელე აბჯარივით იცავდა…” მიშელ უელბეკი დილა ადრე მიუტევებლად ოპტიმისტური რაიმე იყო, ახალი დღის მოლოდინით და ჩაის ორთქლიანი განცდებით. ახლა დილით ადგომა … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

შემოდგომის ციფრული ანარეკლები(II)_ფოთლების საიდუმლო ცხოვრება

Posted in შემოდგომა, ჩემი ფოტოები | Tagged , , , , , , , , , | 2 Comments

შემოდგომის ციფრული ანარეკლები (I) _ ოქროს შემოდგომა

იცით რა მოხდებოდა შემოდგომის ფოთლები რომ უხრწნელი იყოს? _ კომერსანტები ამქვეყნად ყველა ხეს შეისყიდიდნენ და სარფიან ფასად გაყიდიდნენ შემოდგომის ოქროსფერ ფოთლებს… მაგრამ ფოთლები მალე კვდებიან და ვერცერთი კარგად სოციალიზებული პინგვინი ვერ გეტყვის რაში შეიძლება მათი გამოყენება. უცნაურია, მაგრამ მოზრდილ ადამიანებს … Continue reading

Posted in შემოდგომა, ჩემი ფოტოები | Tagged , , , , , , , , , | 3 Comments