Category Archives: ცოტა მერწყული და აპოკალიფსი

პინტას უკანასკნელი მოჰიკანი

მსოფლიოს ბიომრავალფეროვნება უკვე ერთი სახეობით ნაკლებს ითვლის. ორიოდე დღის წინ გალაპაგოსის ეროვნულ პარკში საკუთარ ვოლიერში გარდაცვლილი იპოვეს მარტოხელა ჯორჯი, რომელიც 100 წელზე მეტის იყო და 200 ფუნტამდე იწონიდა. ის თავისი ქვესახეობის (Geochelone nigra abingdoni) უკანასკნელი გალაპაგოსის კუ იყო. გალაპაგოსის კუების … Continue reading

Posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Paint it black

პინგვინთა კუნძულის სტუმარია საინტერესო მწერალი _ ფორე ბალიაშვილი. ასე რომ, შეაფასეთ :)) ცხელა. შუბლზე ოფლის წვეთები ჩამომდის და თვალებისკენ მიცოცავს. სათვალის ყურები საფეთქელთან ჯებირს ქმნის და ოფლი მშვიდად გროვდება ჯებირის გასწვრივ. სათვალეს კანზე მაწებებს და ჩემში ტოვებს როგორც ნაცნობ სხეულს. … Continue reading

Posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , | 3 Comments

რიგითი პინგვინის სირცხვილზე

ამ პოსტს გიორგი არიშვილის თხოვნით ვწერ. ძალიან გამეხარდა,დღეს რომ გიორგიმ დამთაგა, ვინაიდან და რადგანაც, ძალიან საინტერესო გრძნობაა სირცხვილი… სოციალური ბუნების გრძნობაა_ სადაც კულტურა ჩნდება, სირცხვილიც იქ ამოყოფს თავს. ჩემი დილეტანტური შეხედულებებით, ეს არის ტოტალური შფოთის განცდა რაღაცის გამო, შიში და … Continue reading

Posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , , | 4 Comments

გზანი უფლისანი ანუ როგორ დაგვესხა თავს შუახნის ქალბატონი

გუშინწინ საქართველოში პირველი აქცია მოეწყო, რომელსაც შეიძლება ფემინისტური დემონსტრაცია უწოდოს ადამიანმა. აქციის მიზანი იყო იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ საქართველოში არსებობენ სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც ქალის გამოცდილებისა და უფლებების ნებისმიერი სახით შეზღუდვას გააპროტესტებენ და არ შეეგუებიან. წელს აქტიური კამპანია მიმდინარეობდა აბორტის აკრძალვაზე … Continue reading

Posted in გენდერი, პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , | 11 Comments

პულსი

გამოიღვიძეს გაზაფხულზე ტბებმა თუ არა, საფეხურებთან კორდს სიმწვანემ გადაუარა… (ციუ ჩი. ჩინური პეიზაჟური ლირიკა.VII – X ს.). პინგვინეთის რკინაბეტონოვან ქალაქებში გაზაფხული მხოლოდ ნაპრალებიდან ჟონავს ხოლმე. შეიძლება რომელიმე მოსაწყენი ქუჩის ბოლოს, შარდის სუნით აქოთებულ ქვა–ღორღს შორის უეცდარ ზედ წააწყდეთ აფეთქებულ ნუშს … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

თოვასა და მანდარინის სუნზე

,,ზამთარო, შენი მწარე გემო მახსენებს მოცხარს. გიხსენებ ჩაიდ, ნუშის გულად და მანდარინად…” იოსიფ ბროდსკი თქვენი არ ვიცი და მე ზამთარის მოსვლას პირველად მანდარინის სუნით ვგრძნობ და კიდევ ,,ზამთრის სუნით”. ზამთრის სუნი ცივი ჰაერის სუნია. გნებავთ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ მე თავს … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , | 10 Comments

შიშინი…

,,ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყინულოვან წყალში იძირებოდა. არადა, სიმშვიდეს ჩქამიც არ არღვევდა. სამყაროს რამდენიმე სანტიმეტრი სიცარიელე აშორებდა და ეს სიცარიელე აბჯარივით იცავდა…” მიშელ უელბეკი დილა ადრე მიუტევებლად ოპტიმისტური რაიმე იყო, ახალი დღის მოლოდინით და ჩაის ორთქლიანი განცდებით. ახლა დილით ადგომა … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments