Tag Archives: დილა

წვიმიანი დილა დიდუბეში, ,,სტაიანშიკი მარიოდან” და პროლეტარიატის მოკრძალებული ხიბლი

გულმოდგინე ლოკოკინა, პროლეტარიატის მოკრძალებული ხიბლი, ნაწვიმარი გუბეები, ურბანული ზაფხულის საზღვაო მელანქოლია, ,,სტაიანშიკი”, რომელიც მარიოს კაცუნას ჩამოჰგავს, საზამთროთი დატვირთული აფრიანი ნავის ილუზია და გზისპირას გამართული გულისმომკვლელად უმწეო სოფლური დახლი, ანუ ფოტოებში ასახული ზაფხულის ერთი დღის ემოციები.

Posted in ჩემი ფოტოები | Tagged , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

შიშინი…

,,ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყინულოვან წყალში იძირებოდა. არადა, სიმშვიდეს ჩქამიც არ არღვევდა. სამყაროს რამდენიმე სანტიმეტრი სიცარიელე აშორებდა და ეს სიცარიელე აბჯარივით იცავდა…” მიშელ უელბეკი დილა ადრე მიუტევებლად ოპტიმისტური რაიმე იყო, ახალი დღის მოლოდინით და ჩაის ორთქლიანი განცდებით. ახლა დილით ადგომა … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

Summer In The City

დილით ძილი შეუძლებელია _ მზის სხივებმა რომც ვერ მოაღწიონ შენამდე, სულ ერთია, ზაფხული ნებისმიერი აგრეგატული მდგომარეობით გარტყია გარს და მცხუნვარებს. მერე ჰაერი უფრო და უფრო დახუთული ხდება. შუადღისით კი, თუ კარგად დააკვირდებით ასფალტს (მიწასაც, თუ გნებავთ), შეამჩნევთ როგორი ლივლივა ოხშივარი … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 7 Comments

ფატიმა ( ქრონიკა #1 )

ნიუმენლენდის ყველა დილა მიყვარს. ისეთი დუნე და უსიცოცხლოც კი, დღეს რომ არის. ჰაერი ბლანტია და ვარდისფერი ჟელესავით დგას ცას და მიწას შორის. ასე 2010 წლის ზაფხული იქნებოდა ეს ვილა რომ შევიძინეთ. შევიძინეთ რა, თიკოს იდეა იყო პანსიონის მოწყობა. გუშინდელი დღესავით … Continue reading

Posted in ნიუმენლენდის ქრონიკები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 10 Comments