Tag Archives: ემოციები

ჟირაფისებრკისრიანთა ჯერარშემდგარი ამბავი

ოდესღაც სამყარო ვეშაპების ზურგზე იდგა და მზე მის გარშემო მოძრაობდა. ოდესღაც ღრუბლებში ღმერთები ცხოვრობდნენ და ისინი ხან უსამართლოები იყვნენ, ხან ჭირვეულები, მაგრამ ჩვენ სულ გვქონდა იმედი, რომ შეგვიფარებდნენ ( სანამ გჯერა, რომ შენთვის არსებობს თავშესაფარი, მანამდე გწამს ღმერთისო, თუ არ … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

სხვების corrobbori_პოსტი ახალ წელზე

ციტატა კლასიკოსი სოციოლოგის, ემილ დიურკემის წიგნიდან ,,რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები”: ,,…ეგზალტაციის ამ ზღვარს მიღწეული ადამიანი თავს ვეღარ ერევა. იგი გრძნობს, რომ მასზე ბატონობს, მას მართავს რაღაც გარეშე ძალა, რაც მას აფიქრებინებს და ამოქმედებს სხვაგვარად, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. მას ბუნებრივად ეუფლება … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

შიშინი…

,,ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყინულოვან წყალში იძირებოდა. არადა, სიმშვიდეს ჩქამიც არ არღვევდა. სამყაროს რამდენიმე სანტიმეტრი სიცარიელე აშორებდა და ეს სიცარიელე აბჯარივით იცავდა…” მიშელ უელბეკი დილა ადრე მიუტევებლად ოპტიმისტური რაიმე იყო, ახალი დღის მოლოდინით და ჩაის ორთქლიანი განცდებით. ახლა დილით ადგომა … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

ჩაკ ნორისის და მერილ სტრიპის ემოციები

გუშინ ძალიან ვიხალისე ჩემი დეიდაშვილის მიერ გახსნილ ვებ–გვერდზე ჩაკ ნორისის ,,ღრმა ემოციებით” აღბეჭდილი სახის ,,ვარიაციებს” რომ ვკიდე თვალი (თქვენც შეგიძლიათ დააკვირდეთ და დააფასოთ მისი გამომსახველობითი ხელოვნება…). ყოვლისშემძლე გმირის ამავე დროს გასაოცარი სულიერი სამყარო, ადამიანური გრძნობები, მოკვდავური სისუსტე, ინტიმური განცდები…აბა ვის … Continue reading

Posted in კინო, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

მე

მე პინგვინეთის რიგითი მოქალაქე ვარ. ოღონდ ამის გაცნობიერება ხელს არ მიშლის საკუთარი თავის სიყვარულში. საკუთარი თავი კიდე ძალიან მიყვარს _ მიყვარს ჩემი გრძნობები, ემოციები, მოგონებები, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, ჩემი სურვილები და ოცნებებიც მიყვარს, ჩემი თმა და კანიც _ მოკლედ, მიყვარს ის … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მღერიან და ცეკვავენ შოუჯაშუშები

ჩემი ტელევიზორთან ურთერთობა თითქმის შემოიფარგლება საღამოობით ვახშმობის დროს სამზარეულოში ჩართული გადაცემების თვალისდევნებით. ოღონდ ეგაა, რომ ეს ხანმოკლე და ალალბედი ,,მიმოხილვა” საკმარის წარმოდგენასაც მიქმნის ქართული სატელევიზიო არხების მუშაობაზე და ხშირად ისე გვარიანად აღმაშფოთებს, კვირეებით ტელევიზორსმიჩერებული ადამიანის დაგროვილ უკმაყოფილებას რომ გადაწონის. აი, … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

Autumn Leaves

ჩემს სახეს, ყვითელ ფოთოლზე დახატულს… ბესიკ ხარანაული შემოდგომა არის კატეგორია, რომლსაც ვერასოდეს მივუდგები რაციონალურად. ფოთლები, შრიალი, მომაკვდავი და ილუზიური მზე, მოგონებები, მარტოობა _ არც ვიცი რა იქნებოდა შემოდგომა ამათ გარეშე. შეიძლება, ზოგადად შემოდგომა ბუნების სასიცოცხლო ციკლის მორიგი ფაზაა, როდესაც ფოთლებში … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები | Tagged , , , , , , , , , , , | 7 Comments