Tag Archives: თსუ

ნუ შეუერთდებით თვითმმართველობის აქციას თსუ-ში 3 საათზე

მეორე დღეა სოციალური ქსელებით გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ პროვოკაცია იგეგმება და ხელისუფლება აქციების დაშლას სპეცრაზმის გამოყენებით აპირებს. ეს ეს ვერსია გარკვეულ დამაჯერებლობას იძენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა ციხეებში პატიმრების სასტიკი წამების კადრების გავრცელებამ საქართველოს ყველა მოქალაქე დაზაფრა და … Continue reading

Posted in ლაბორატორია 1918 | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

სამამულო კულტურის ტრაგედია ანუ განათლების პრობლემები ,,მათებურად”

კაცმა რომ თქვას, საკუთარ თავთან კომპრომისზე არასდროს უნდა არ წახვიდე, თორემ ბოლოს მაინც ინანებ. თუმცა მე, ასეთი ცხოვრებისეული სიბრძნით აღვსილი ინდივიდუმი მსგავს შეცდომას ყოველ ფეხისნაბიჯზე ვუშვებ და დღესაც იგივე გავაკეთე როცა ,,ცხელი შოკოლადის მიერ” უმაღლესი განათლების პროლემების გარშემო ორგანიზებულ დისკუსიაზე … Continue reading

Posted in ლაბორატორია 1918 | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

ლევან ალექსიძეს თსუ–ს საპატიო ცერბერის წოდება მიენიჭა

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საერთაშორისო სამართლის პირველ ქართველ მეცნიერსა და კონფორმისტ რეტროგრადს, ღრმად პატივცემულ ლევან ალექსიძეს გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ცერბერის წოდება მიენიჭა. ,,აქედან მოუსვით, მაიმუნებო თქვენ” _ ალექსიძის მიერ სტუდენტების მისამართით წარმოთქმული სწორედ … Continue reading

Posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია | Tagged , , , , , , , , , | 5 Comments

სოფოს პოლიგნოსიელის ამხდარი წინასწარმეტყველება

,,და დაფარა ზეცა მუნ ქუდმან ყოველთა ბაკალავთა ასროლილმან და მოვიდეს იგი წვიმასავით” _ ვკითხულობთ ნეტარი სოფოს პოლიგნოსიელის ჩანაწერებში, რომელიც 1918 წელს გამოცემულ პოპულარულ წინასწარმეტყველებათა ხუთტომეულის პირველსავე ტომშია მოცემული. წინასწარმეტყველებების ტრფიალი არ ვარ მაგრამ დღეს ჩემი თვალით გავხდი მოწმე თუ როგორ … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | 4 Comments

რეჟიმის ახალი ფაზა

ეს სტუდენტთა თვითორგანიზებული ჯგუფის, ლაბორატორია 1918–ის მიერ ორგანიზებული გუშინდელი საპროტესტო აქციის სურათებია, რომელზეც 26 მაისის ღამეს სპეცრაზმის მიერ რუსთაველზე შეკრებილი საპროტესტო აქციის ვანდალური დარბევა გავაპროტესტეთ. დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიტიკის სოციოლოგიაში დავალებად მქონდა გამეანალიზებინა ძალაუფლების ფენომენი, მისი დარეგულირების საშუალებები და … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

ლაბორატორია 1918

დიდი ხანია ჩემს ბლოგზე არ დამიწერია და მომენატრა აქაურობა, თუმცა წერას ლაბორატორიაზე მოყოლის გარეშე ვერ გავაგრძელებ… ახლა უნივერსიტეტის დამთავრებამდე დაახლოებით ერთი თვე დამრჩა. პირველ კურსზე ვიქრობდი, რომ მომავალი წლიდან მაინც დაიწყებოდა სწავლა. მეორე კურსზე ვფიქრობდი, რომ სერიოზული მუშაობა და მესამე–მეოთხე … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

თსუ ხიხიაა და ილიაუნი ,,ავიღოთ”? _ კვესიტაძის გადაცემის პათოსი

1 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გადაწყვიტა თავისი გადეცემის, ,,აქცენტების” სივრცე ჩვენთვის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემატიკისთვის დაეთმო. ახლახან ვნახე გადაცემა რომელიც შეიგიძლიათ თავად იხილოთ(გადაცემის ბმული). სავარაუდოდ, ისეთი შეგრძნება დაგრჩებათ რომ ყველაფერში დამნაშავე უნივერსიტეტის ბუა … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments