Tag Archives: თსუ

იყავი სტუდენტი და ,,მოკეტე”

დღეს 21 აპრილს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ბრიფინგს გამართავს თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე. როგორც წინასწარ აცხადებს, ნათელი უნდა მოჰფინოს ვინ დგას ჩვენს უკან და ვის ინტერესებს ვასრულებთ ჩვენ. ჩვენ, ანუ სტუდენტები, რომლებმაც ,,არ მოკეტეს”. როგორც გუშინ დაჩიმ რადიო ,,ობიექტივში” განაცხადა ერთ–ერთი … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , | 2 Comments

თვითმმართველობამ სტუდენტებს ისევე სცემა

ამ წუთას გავიგე რომ თვთმმართველობის წევრებმა ცემეს გიორგი გოგუა და ლაშა ქავთარაძე. გიორგი გოგუა ,,თარგმნეს” საინიციატივო ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი და ბლოგერია. აი ამ ბლოგის და ამ პოსტის ავტორი. ლაშა ქავთარაძეც ჟურნალისტი და ბლოგერია, რომელმაც გუშინ შეხვედრაზე თვითმმართველობის მიმართ კრიტიკული აზრი … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , | 23 Comments

ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები”

დღეს (უკვე ,,გუშინ” ითქმის წესით) საინიციატივო ჯგუფ ,,თარგმნეს” პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები რომლებიც აჩვენებდნენ რომ უცხო ენებზე სრულყოფილად სწავლა სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია (5–10%, ზოგი ენის შემთხვევაში კი უფრო ნაკლებს), … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , , | 8 Comments

ჩვენთვის უფლება, უნივერსიტეტისთვის ვალდებულება…

წინა წელს, ჩემს ახალშობილ ბლოგზე ერთერთი პირველი პოსტი, ,,ჩინური ქსეროქსები”, მივუძღვენი პრობლემას, რომელიც ყველა თსუ–ელი სოც.პოლისთვის (ტერმინის დაზუსტება: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტისთვის) მევალესავით კარგად ნაცნობი და თავისმომაბეზრებელია. კაცმა რომ თქვას, ეს პრობლემა არც მარტო ჩვენს ფაკულტეტზე არსებობს და … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , | 4 Comments

თსუ–ს თვითმმართველობა, ლოგიკის კანონები და პატრიოტიზმი

მოკლედ, მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არსებული სისტემისადმი უარყოფითად განწყობილი ადამიანი ვარ. თუმცა ჩემი მეგობრები (ხატია და თინა) რომ არიან უარყოფითად განწყობილი, უარყოფითად განწყობა ეგეთი უნდა. ხატია არის საკმაოდ კარგი ანალიტიკური უნარებით დაჯილდოებული ადამიანი რომელიც ამავე დროს შეიარაღებულია ანგარიშგასაწევი თეორიული … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 185 Comments

სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი??????????????

ჩემმა ლექტორმა, იაგო კაჭკაჭშვილმა ადრე გვითხრა, პროვინციიდან სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს უნივერსიტეტისადმი მეტი მოლოდინები აქვთ და სწავლების ხარისხისადმიც უფრო კრიტიკულები არიანო. სრული ჭეშმარიტებაა _ ბავშობას რომ ყოვლად უგვანსა და ბნელ ხანაში გაატარებ, დაჭაობებულ პროვინციაში, თან ხელთ მატემატიკის თუ ისტორიის წიგნები გიპყრია … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 16 Comments