Tag Archives: ლურჯი

ზაფხული ქალაქში

პინგვინთა ნაწილს ჰგონია რომ ზაფხულის მშვენიერებით დატკბობა მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე ან კომფორტულ აგარაკზე შეიძლება. სინამდვილეში კი ზაფხული ქალაქებშიც შლის თავის ფერთა გამასა და ეგზოტიკას _ საკმარისია მისი შემჩნევა შეგეძლოს. ცხადია, როცა ადუღებული ტვინი თხევად მასად გეღვენთება საფეთქლებზე, მაინცდამაინც რაიმეთი ტკბობის … Continue reading

Posted in ჩემი ფოტოები | Tagged , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

თათია

დღეს თათიას დაბადების დღეა (თათია, თამუნია, თა…). თათია ჩემი დეიდაშვილია _ ჩემი ბავშვობის მესაიდუმლე. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვთამაშობდით, ერთი ტანსაცმელი გვეცვა, ჩვენი მოფიქრებული სიტყვები გვქონდა. როცა ერთი დღით ვნახულობდით ერთმანეთს, ლოგინში საიდულოებს ვუყვებოდით ღამ-ღამობით. დილით ათას მაიმუნობას ვიფიქრებდით რომ … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 7 Comments

ურბანული ზაფხული

ზაფხულის პორტრეტები ჩემი აივნიდან… ოხშივარავარდნილი ზეემკა, ლურჯი ცა, ზღვისქაფისსუნიანი საზაფხულო ოცნებები, სარეცხის თოკები და ,,შპილკების” ცისარტყელა…

Posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 4 Comments

ნიუმენლენდის ლაჟვარდოვანი ღამეები

ლაჟვარდოვანი ღამეები ისეთ ღამეებს ჰქვია ნიუმენლენდში, ლურჯი მთვარე როცა ამოდის. კაცმა რომ თქვას, ლურჯი არც არი, მოლურჯო-მოიისფროა, მაგრამ ეგრე ეძახიან. ლაჟვარდოვანი ღამეები ფსიქეფანტომებს უყვართ. ლურჯი მთვარისას ყოველთვის გამოფრინდებიან ხოლმე ტყეებიდან და მთელი ნიუმენლენდის ზეცას სერავენ . მთელი ღამე ცეკვავენ ჰაერში … Continue reading

Posted in ნიუმენლენდის ქრონიკები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments