Tag Archives: პროლეტარიატი

მზე და მტვერი

ჩემი კომპიუტერი, ისევე, როგორც ჩემი ტვინი, უწესრიგოდ მიყრილი მრავალრიცხოვანი jpg ფაილების საცავია. ამ ფაილებს მეხსიერებაში ყველა სხვა მონაცემებზე დიდი ადგილი უკავიათ. დროდადრო მათი სისტემატიზაციის მცდელობები ყოველთვის უშედეგოდ სრულდება და უბრალო ტკბობის სახეს იღებს. დღევანდელი მორიგი სესიის დროს აღმოვაჩნე ჩემ მიერ … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , | 2 Comments

წვიმიანი დილა დიდუბეში, ,,სტაიანშიკი მარიოდან” და პროლეტარიატის მოკრძალებული ხიბლი

გულმოდგინე ლოკოკინა, პროლეტარიატის მოკრძალებული ხიბლი, ნაწვიმარი გუბეები, ურბანული ზაფხულის საზღვაო მელანქოლია, ,,სტაიანშიკი”, რომელიც მარიოს კაცუნას ჩამოჰგავს, საზამთროთი დატვირთული აფრიანი ნავის ილუზია და გზისპირას გამართული გულისმომკვლელად უმწეო სოფლური დახლი, ანუ ფოტოებში ასახული ზაფხულის ერთი დღის ემოციები.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

შრომის დღესა და პროფკავშირებზე

დღეს 1 მაისია, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენთან გასაგებია რომ ეს დღე ბევრს კიდე საბჭოური დღესასწაული გონია, მაგრამ ჩვენი შრომის უფლებები რომ უგულებელყოფილი და ფეხქვეშ გათელილია და დაცვას საჭიროებს, ამაზე საბჭოური მოგონებების გარეშე–მიუხედავად უნდა გვქონდეს წესით რეფლექსია. 1 მაისი … Continue reading

Posted in მთავარი, პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ბაბუაწვერა

გინახავთ ბაბუაწვერა შუა ნოემბერში? საოცრებაა რომ არც ელი მაგის ნახვას, გუმანითაც ვერ წარმოიდგენ რომ მტვრიანი ლიანდაგების სიახლოვეს ეგ უნდა დაგხვდეს ელიოზის ნატვრის ხესავით უცნაურად მორთული თავისი ბუმბულიანი თესლებით, შლაგბაუმთან მოწყობილი სადარაჯო პოსტის პირდაპირ, სადაც ნაადრევად მოხუცებული, სახედამჭკნარი კაცები უფილტრო ასტრას … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , | 3 Comments