Tag Archives: სიყვარული

ქალური ნიშნავს ადამიანურს _ ვისლავა შიმბორსკა

მსუბუქად შეყვარებული გახლდით, როცა შემთხვევით გადავაწყდი პოლონელი პოეტის, ვისლავა შიმბორსკას ძალიან რომანტიკულ–სოციოლოგიურ პოეზიას. პოლიტიკური მსჯელობები, სოციოლოგიური განზოგადებები, კაცთმოყვარეობის ფილოსოფია და ქალური განცდები _ ასე დაიშალა ჩემი გონების პრიზმაში მისი შემოქმედება, თუმცა, ზემოთ უკვე ხსენებული ფაქტორის გავლენით ჩემი განსაკუთრებული ყურადღება, რა … Continue reading

Posted in პოეზია, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , | 2 Comments

გაზეთების გამყიდველის კატა

გაზეთების გამყიდველი მას რიჟიკას ეძახის. ლამის საკუთარი სახელიც კი არ აქვს და მის უკატურეს პიროვნებას ასეთი ზოგადი ზედსართავით მოიხსენიებენ, მაგრამ, სამაგიეროდ აქვს ისეთი ფუმფულა, ჟღალი ბეწვი, არისტოკრატული სისხლისა და მეტკრიკაში წინაპართა გვარსახელებდამოწმებულ კატებსაც რომ შეშურდებათ. თანაც, გაზეთების გამყიდველ ქალს ისე … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | %(count)s კომენტარი

კანაფი და პინგვინები

პინგვინეთის მცხოვრებნი უძველესი დროიდან იყენებენ სხვადასხვა მათრობელა და გამაბრუებელ ნივთიერებებს. პინგვინთა უმრავლესობას მოსწონს, როცა მათი ცნობიერება რაიმეს ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, სულ ერთია ნარკოტიკი იქნება ეს ,,რაიმე”, რელიგიური ეგზალტაცია თუ სიყვარულთან დაკავშირებული რომელიმე ჰორმონი. თუმცა, უშუალოდ ამ პოსტში თქვენი მონამორჩილი ზემოხსენებულთაგან … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , | 4 Comments

რომანტიკოსი ნაზარეთიდან

2010 წლის წინ (თუმცა ზუსტ თარიღს დიდი მნიშვნელობა არ აქვს) 25 დეკემბერს ის დაიბადა ბეთლემის ახლოს მღვიმეში, რომელიც ცხოველების სადგომი იყო. ის დაიბადა რომის იმპერიის მიყრუებული პროვინციის პროვინციაში, მაშინდელი მსოფიო ცივილიზაციის პერიფერიაზე და თვითონ გახდა მომავალი მსოფლიო ციილიზაციის ღერძი. ის … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 20 Comments

ჩაკ ნორისის და მერილ სტრიპის ემოციები

გუშინ ძალიან ვიხალისე ჩემი დეიდაშვილის მიერ გახსნილ ვებ–გვერდზე ჩაკ ნორისის ,,ღრმა ემოციებით” აღბეჭდილი სახის ,,ვარიაციებს” რომ ვკიდე თვალი (თქვენც შეგიძლიათ დააკვირდეთ და დააფასოთ მისი გამომსახველობითი ხელოვნება…). ყოვლისშემძლე გმირის ამავე დროს გასაოცარი სულიერი სამყარო, ადამიანური გრძნობები, მოკვდავური სისუსტე, ინტიმური განცდები…აბა ვის … Continue reading

Posted in კინო, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments