Category Archives: პინგვინეთის ამბები

სოლიდარობა ქველმოქმედების ნაცვლად

ქველმოქმედება ყბადაღებული თემაა, რომლითაც მორჭმული ადამიანები არიან დაკავებული და ამ შინაარსის ფარგლებში ღატაკ, უბადრუკ და გასაცოდავებულ ადამიანებს გულმოწყალედ ეხმარებიან. ქველმოქმედების მთელი აზრი იმაში გამოიხატება რომ საფეხურებრივად უფრო მაღლა მდგომი ჰომოსაპიენსი დიდსულოვნად ეხმარება თავისზე ,,დაბლა” მდგომ თანამოძმეს _ უბოძებს მას საკუთარი … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

wtf?

სასოწარკვეთილება, შიში, სირცხვილი, უხერხულობა და საშინელი უმწეობა _ ასეთი რამეების დავიწყება შეუძლებელია, თუ მის შემჩნევას ერთხელ მაინც მოახერხებ. მართლა რაღაც დანასავით გიწყებს გულგვამის სერვას. ადამიანის სხეულში გული ყველაზე ძლიერი კუნთია, მაგრამ ამ ,,რაღაცას” ფოლადიც ვერ გაუძლებს. ლევან ქარქუსაშვილი გუშინ ვნახე. … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 12 Comments

შრომის კოდექსი კლავს! _ დაიცავი შენი შრომა ხვალ 3-ზე რუსთაველის ძეგლთან

დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო ახალი შრომის კოდექსი, რომელიც გაცილებით ცუდია და ნაკლებეფექტურად იცავს ადამიანის შრომით უფლებებს, ვიდრე მანამდე მოქმედი კოდექსი იცავდა. 2010 წელს ეს კოდექსი ორგანული კანონი გახდა და კიდევ უფრო წონით დოკუმენტად იქცა. გამოდის რომ ხალხის მიერ … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , | 5 Comments

გაამაგრე გუდიაშვილი 15 იანვარს

ერთ დღესაც გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ რომ თქვენ ოთახში მზის სინათლე აღარ აღწევს. ფანჯრის რაფასთან კი ლაზერული წარწერა აციმციმდება: ,,მზის სხივების შესაძენად აკრიფეთ კოდი:…”. ჩაიცვამთ, გარეთ გახვალთ და გასეირნებას გადაწყვეტთ, მაგრამ უცებ ნახავთ, რომ ქვაფენილზე სიარული ფასიანია. ცუდად გახდებით და ჩამოჯდომა … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მეტი ფული განათლებას

სასიამოვნო ახალი ამბავია _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარე, დაჩი გუბაძე დაეთანხმა ლაბორატორიის მიერ ფორმულირებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში საჭიროა განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან იმაზე მეტი ფინანსური რესურსები იხარჯებოდეს, ვიდრე დღეს იხარჯება. მართალია ამ საკითხზე აზრის დაფიქსირებას თვითმმართველობის … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | 1 კომენტარი